LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ეს იყო ჩემი ცხოვრების შავ-თეთრი პერიოდი.. ამის თქვენთვის გაზიარება „ინბოქსში“ მოსულმა სრულიად უცხო ადამიანის შეტყობინებამ გადამაწყვეტინა..“ – რას წერს ლიზი გოზალიშვილი

220
Untitled design (65)

„ამ სიმღერას დამალობანა ჰქვია და ჩემს ბავშვობის მეგობარს, მარიამს, ეძღვნება..“ – მომღერალი, ლიზი გოზალიშვილი სოციალურ ქსელში სიმღერას გვიზიარებს, რომელიც რამდენიმე თვის წინ გადაცემა „აკუსტიკაში“ შეასრულა.

„მარიამი 2 წლის წინ დავკარგე და ეს იყო ჩემი ცხოვრების ყველაზე რთულად გადასატანი, შავ-თეთრი პერიოდი.

მერე მალევე მივხვდი, რომ თუ შენს თავს დააჯერებ, რომ შენთვის ძვირფასი ადამიანები უბრალოდ დამალობანას გეთამაშებიან და ერთ დღეს, თუნდაც ბევრი წლის შემდეგ, მათ აუცილებლად იპოვი, გადარჩები.

ეს სიმღერა ჩემს საავტორო სიმღერებში ჯერჯერობით ბოლოა. ამის შემდეგ აღარაფერი დამიწერია და ამის კიდევ ერთხელ თქვენთვის გაზიარება ახლა „ინბოქსში“ მოსულმა სრულიად უცხო ადამიანის შეტყობინებამ გადამაწყვეტინა.

მართლა გულით დაიჯერეთ, რომ დამალობანა აუცილებლად დამალულის გარეთ გამოსვლით სრულდება. მთავარია, დაუძახოთ, რომ მოიგო,

Now you’re playing hide and seek

Come out

You won,“ – წერს ლიზი.

ასევე იხილეთ:

„დავტოვე პროექტი, მაგრამ ყველაფერი გრძელდება.. ვიაზრებ, რომ ჩემი ოცნება ავიხდინე.. უახლოეს მომავალში მინდა საქართველოში ჩამოსვლა“ – ლიზი გოზალიშვილი

„ჩემი ბოლო გამოსვლა გერმანულ „ვოისში..“ დარბაზში მყოფმა მაყურებელმა გადაწყვიტა, რომ პროექტი უნდა დამეტოვებინა“ – ლიზი გოზალიშვილი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები