LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ეს იყო ჩადენილი დანაშაულის ზუსტი, იდენტური ასახვა – მირიან ნიკოლაძე ამბობს, რომ ოჯახი განაჩენით კმაყოფილია

96
მირიან-ნიკოლაძე

19 წლის ფეხბურთელის, გიორგი შაქარაშვილის საქმეზე დამდგარი განაჩენით ოჯახი კმაყოფილია და სასამართლოს გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით, მათ არანაირი პრეტენზიები არ გააჩნიათ. აღნიშნულის შესახებ ჟურნალისტებთან შაქარაშვილის ბიძამ, მირიან ნიკოლაძემ ისაუბრა და განაცხადა, რომ განაჩენი სრულიად ობიექტურია.

“ეს იყო ჩადენილი დანაშაულის ზუსტი, იდენტური ასახვა დამნაშავე პირებისა და მათი ამ დანაშაულისადმი დამოკიდებულებისა, რაც საბოლოო ჯამში, ძალიან სწორ სასჯელში აისახა,” – აღნიშნა მირიან ნიკოლაძემ.

მისი შეფასებით, მეორე საკითხია ის, რომ ჩვენ ყველანი 9 თვიან სპექტაკლს ვუყურებდით, რომელსაც ბრალდებულები თავის ოჯახის წევრებთან ერთად ატარებდნენ.

“არ ვიცი, ოჯახის წევრებმა რამდენად იციან მათგან სიმართლე და ეს არც არის ჩვენი ოჯახისთვის საინტერესო, მაგრამ ეს 9 თვიანი შოუ დასრულდა. მათ სურდათ საზოგადოებრივი აზრის ისე ფორმირება, რომ თითქოს უდანაშაულოები იყვნენ. მთელი პასუხისმგებლობით გეუბნებით, რომ არც ერთი პირი სისხლის სამართლის პასუხისგებაში ტყუილად მიცემული არ ყოფილა. თუკი ვინმეს სამართალი ანბანურ დონეზე ესმის, ყველა დამეთანხმება, რომ მტკიცებულებები საკმარისი იყო იმისთვის, რომ ეს განაჩენი დამდგარიყო,” – განაცხადა გარდაცვლილი ფეხბურთელის ბიძამ.

შაქარაშვილის მკვლელობის საქმეზე 3 ბრალდებულს 16-წლიანი პატიმრობა მიესაჯა, 2 არასრულწლოვნის საქმეზე განაჩენი კი 16 მარტს გამოცხადდება

რაც შეეხება მსჯავრდებულების ადვოკატების განცხადებას, განაჩენის ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში გასაჩივრებასთან დაკავშირებით, მირიან ნიკოლაძემ განაცხადა, რომ “უნდა იცოდე რას ასაჩივრებ სტრასბურგში და წარმოდგენა არ უნდა გქონდეს, რომ ასეთ საქმეს მხოლოდ გაასაჩივრებენ, რადგან სტრასბურგი მტყუან-მართალს არ იხილავს, ის იხილავს ადამიანის უფლების კონვენციის დარღვევას.

მირიან ნიკოლაძის თქმით, გური ამირხანაშვილთან დაკავშირებით მსჯავრდებულების ბრალდებები არის ზღაპარი და სრული ბლეფი.

მოსამართლე ეს გადაწყვეტილება “შეჭამს”, საქმეს სტრასბურგში გავასაჩივრებთ: შაქარაშვილის საქმეზე მსჯავრებულების ადვოკატები

არ დაიჯეროთ, ასეთ საქმეებს სტრასბურგი სამართლებრივად საერთოდ არ იხილავს, რადგან სტრასბურგი ჩვენი სასამართლოს მეოთხე ინსტანცია არაა. ეს ჩემი ციტატაა არაა, ასე თავად სასამართლოს გადაწყვეტილებებში წერია.  მე და გიორგი მამა, ლევანი ერთად ვისხედით სახლში და განაჩენს ტელევიზორით ვუსმენდით. ლევანმა თქვა, რომ იქ რომ მივიდე უბედურებას დავატრიალებო, უბრალოდ მისვლა არ მინდაო.

რაც შეეხება გური ამირხანაშვილს, მის შესახებ სრულ სიცრუეს აჟღერებენ, გიორგი მასთან ერთადაა გაზრდილი და ოჯახთან დღემდე საუკეთესო ურთიერთობა აქვს. როდესაც შვილმკვდარმა დედამ, თამუნა პროცესის დროს კმაყოფილება გამოხატა, მაგ “უდანაშაულოებმა” – რევაზიშვილმა და გაგნიძემ უკანასკნელი სიტყვებით აგინეს, აი ესაა მათი მორალური სახე, ” – დასძინა მირიან ნიკოლაძემ.

ვითხოვ ხუთივე ბრალდებულის უმკაცრესად დასჯას: შაქარაშვილის დედა

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები