LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ეს იყო არაკეთილსინდისიერი საქციელი ჩვენი ქვეყნისთვის: კაპიტოლიუმზე თავდასხმის შემდეგ აშშ-ს მინისტრები თანამდებობებს ტოვებენ

128
FORTUNA.GE-

ამერიკის შეერთებულ შტატებში განვითარებული მოვლენების შემდეგ, მოქმედი პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან ოფიციალური პირები თანამდებობებს ტოვებენ.

ცნობილი ხდება, რომ მინისტრთა კაბინეტის ორმა წევრმა თანამდებობა დატოვა.

ტრანსპორტის მინისტრი ელეინ ჩაო და განათლების მინისტრი ბეტსი დევოსი აცხადებენ,  რომ კაპიტოლიუმის შტურმი დასაგმობი და დაუშვებელია.

ბეტსი დევოსი თანამდებობიდან ოფიციალურად დღეს გათავისუფლდება.  ელეინ ჩაოს გადადგომა კი ძალაში ორშაბათს შევა.

“ეს იყო არაკეთილსინდისიერი საქციელი ჩვენი ქვეყნისთვის. თქვენი რიტორიკა და მოწოდება იყო ცუდი საქციელი.”- ნათქვამია განათლების მინისტრის მიერ გავრცელებულ მიმართვაში.

შეგახსენებთ, დონალდ ტრამპის მხარდამჭერები 6 იანვარს შეიჭრნენ კაპიტოლიუმის შენობაში, სადაც კონგრესის სხდომა მიმდინარეობდა. შეტაკებების შედეგად გარდაიცვალა 4 ადამიანი.

მოგვიანებით სხდომა განახლდა და კომისიამ ჯო ბაიდენის არჩევნებში გამარჯვება ოფიციალურად დაადასტურა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები