Notice: Function _load_textdomain_just_in_time was called incorrectly. Translation loading for the dynamic-content-for-elementor domain was triggered too early. This is usually an indicator for some code in the plugin or theme running too early. Translations should be loaded at the init action or later. Please see Debugging in WordPress for more information. (This message was added in version 6.7.0.) in /var/www/fortunadev/dev-www.fortuna.ge/public/wp-includes/functions.php on line 6114

Notice: Function _load_textdomain_just_in_time was called incorrectly. Translation loading for the better-wp-security domain was triggered too early. This is usually an indicator for some code in the plugin or theme running too early. Translations should be loaded at the init action or later. Please see Debugging in WordPress for more information. (This message was added in version 6.7.0.) in /var/www/fortunadev/dev-www.fortuna.ge/public/wp-includes/functions.php on line 6114
“ეს იყო ამაზრზენი”: ვანიკო თარხნიშვილი სასამართლოში ჩივილზე კომენტარს არ აკეთებს – რადიო ფორტუნა / Fortuna.ge
LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ეს იყო ამაზრზენი”: ვანიკო თარხნიშვილი სასამართლოში ჩივილზე კომენტარს არ აკეთებს

3349
vaja 33

„გამოუვალი მდგომარეობა“ წინასაარჩევნოდ გამოუვალ მდგომარებაში აღმოჩნდა. „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერ აქციაზე შესრულებული სიმღერის გამო მათ სასამართლოში უჩივლებენ.

სასამართლოში ჩივილს კომპოზიტორი ვაჟა აზარაშვილი გეგმავს, რომელსაც არ მოეწონა „ნაციონალების“ შეკრაბაზე „გამოუვალმა მდგომარეობამ“ მის სიმღერაზე რომ გააკეთა არჩევანი.

კომპოზიტორი ამბობს, რომ აქციაზე „გამოუვალმა მდგომარეობამ“ მისი ნებართვის გარეშე შეასრულა „დინამო“.

„ეს იყო პოლიტიკური ამბავი. როგორ შემეძლო მე ეს გამეკეთებინა?! გამორიცხულია! მაშინ მოედანზე ვიქნებოდი. მე სრულიად კონტრასტულ პარტიასთან მაქვს საქმე. აქციაზე ჯგუფმა „გამოუვალი მდგომარეობა“ ჩემი ნებართვის გარეშე შეასრულა სიმღერა „დინამო“. ეს იყო ამაზრზენი!“, – ამბობს კომპოზიტორი. 

აზარაშვილი საავტორო უფლების დაცვის ორგანიზაციას უკვე დაუკავშირდა.

აზარაშვილის პროტესტის შემდეგ „ფორტუნა“ „გამოუვალი მდგომარეობის“ სოლისტს ვანიკო თარხნიშვილს დაუკავშირდა.

ვანიკო თარხნიშვილი აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით არანაირ კომენტარს არ აკეთებს.

„არანაირ კომენტარს არ ვაკეთებ, არ მინდა ამ თემაზე საუბარი“, – გვითხრა თარხნიშვილმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები