LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ეს იყო აბსოლუტური ბოროტების აქტი“ – ტრამპი ლას-ვეგასში ჩავა

87

აშშ-ის პრეზიდენტმა ლას-ვეგასში მომხდარ თავდასხმასთან დაკავშირებით მოსახლეობას მიმართა. დონალდ ტრამპის განცხადებით, ის ქალაქში 4 ოქტომბერს ჩავა. მან მომხდარს „აბსოლუტური ბოროტების“ გამოვლინება უწოდა.სამართალადამცავ ორგანოებს კი დაუყოვნებლივი რეაგირებისთვის მადლობა გადაუხადა. ამასთან, ტრამპმა დაღუპულების ოჯახებსა და ახლობლებს მიმართა.

“ჩვენ ვლოცულობთ თქვენთან ერთად და გპირდებით მხარდაჭერას. ღმერთს ვთხოვთ,რომ თქვენზე იზრუნოს ამ საშინელ პერიოდში”- განაცხადა ტრამპმა. 

გამოძიების ფედერალური ბიურო აცხადებს, რომ ლას-ვეგასში მსროლელი სტივენ პედოკი ტერორისტულ დაჯგუფებებთან კავშირში არ არის. ბიუროს წარმომადგენელმა აარონ რაუზმა პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ ამ დროისთვის პედოკის საერთაშორისო ტერორისტულ დაჯგუფებებთან კავშირი არ იკვეთება. მისი თქმით, გამოძიება გრძელდება.

1 ოქტომბერს, საღამოს, ლას-ვეგასში ქანთრის მუსიკალურ ფესტივალზე, თავდამსხმელმა ღონისძიების მონაწილეებს განურჩეველი ცეცხლი გაუხსნა. დამნაშავე სასტუმროს და კაზინოს “მანდალაი ბეის” ნომერში, 32-ე სართულზე იყო და ფანჯრიდან ისროდა.

მსროლელი 64 წლის ამერიკელი სტივენ პედოკი აღმოჩნდა, რომელმაც პოლიციელების მისვლამდე, თავი მოიკლა.

ცნობილია, რომ ლას-ვეგასში მომხდარზე პასუხისმგებლობა დაჯგუფება „ისლამურმა სახელმწიფომ“ აიღო . ბოლო ინფორმაციით, სროლების შედეგად, 58 ადამიანი დაიღუპა და 515 დაშავდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები