LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ეს ის უგულავაა, აჭარიდან ჩამოსული სამი ბიჭი რომ დახვრიტეს მის თვალწინ, იდგა და მონაწილეობდა ამ მკვლელობაში” – ია მეტრეველი

353
34135071-10216343983857093-7671889356864356352-n-e1527855047855

ბუტა რობაქიძის დედა, ია მეტრეველი გიგი უგულავას დაკავებას ეხმაურება და ამბობს, რომ ეს “სპექტაკლი და კივილ-წივილი” ქარიზმატული გამოსვლებით, უგულავამ აკეთა იმიტომ, რომ პოლიტიკურში გადაეყვანა მისი თაღლითობა. ამის შესახებ მეტრეველმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე ისაუბრა. მისი თქმით, ქართული საზოგადოება ერთიანია და არ დაუშვებს “ნაციონალური მოძრაობის” ხელისუფლებაში დაბრუნებას. მან უგულავას პოლიტიკური პატიმრის სტატუსზე შეფასება გააკეთა და აღნიშნა, რომ ყოფილი მერი თავად იყო დანაშაულებისა და წამების თანამონაწილე.

„არ შემიძლია არ ვისაუბრო იმ აჟიოტაჟზე, რაც დამნაშავე, კრიმინალ, თაღლით ქალაქის ყოფილ მერ უგულავასთან დაკავშირებითაა ატეხილი, რომელმაც მთელი ეს სპექტაკლი და კივილ-წივილი და ვითომ ქარიზმატული გამოსვლები იმიტომ აკეთა, რომ პოლიტიკურში გადაეყვანა საკუთარი თაღლითობა. საზოგადოებას მინდა გავახსენო, ეს ის უგულავაა, აჭარიდან ჩამოსული უმანკო სამი ბიჭი, რომ დახვრიტეს მის თვალწინ, უგულავა იქ იდგა და მონაწილეობდა ამ მკვლელობაში. ეს ის უგულავაა, რომელმაც მთელი ქალაქი დაამახინჯა ამ უაზრო კორპუსებით, სკვერი აღარ არის დარჩენილი ქალაქში. რომელ პოლიტიკურ პატიმრებზეა ლაპარაკი ხალხო? ეს ის ხალხია, რომელიც ციხეში წამებით ხოცავდა ხალხს. ადამიანებს წამებით და ცემით კლავდნენ და მათ თვალწინ ცოლებს აუპატიურებდნენ”, – აცხადებს ია მეტრეველი.

მეტრეველმა პრესკონფერენციაზე აღნიშნა, რომ ეწინააღმდეგება წინამორბედი ხელისუფლების კვლავ დაბრუნებას. მან ასევე ისაუბრა შერჩევით სამართალზე და განმარტა, რომ გიგი უგულავა გამონაკლისი არ უნდა იყოს, ამიტომ ითხოვს მან აგოს პასუხი ჩადენილ დანაშაულზე.

როგორც ბუტა რობაქიძე მოკლეს უმოწყალოდ, ასევე მოკლეს თემირლანი, რატომ არ იღებთ ხმას? – მალხაზ მაჩალიკაშვილი

“ჩვენ შევეწირებით და ბოლომდე ვიდგებით, რომ ესენი არასდროს დაბრუნდნენ ხელისუფლებაში. მეცინება ბიძინა ივანიშვილის დიქტატორულ რეჟიმს რომ ეძახიან, მართლაც რომ რეჟიმი არ არის და ზედმეტად ლოიალურები არიან, იმიტომაა დღეს ამ დღეში რომ ვართ და ხელისუფლებასაც მინდა მოვუწოდო, მიიღონ ზომები. არ შეიძლება ამ რეჟიმში ცხოვრება, რომ მუდმივად „ნაციონალური მოძრაობის” ქაოსში ვიცხოვროთ. ვიღაც ქრთამად 1000 ლარს რომ იღებს და 10 წელს უსჯიან, უგულავა ვინ არის და რას წარმოადგენს, რომ 48 მილიონი შეჭამოს და თითი არ დააკარონ? არ უნდა იყოს შერჩევითი სამართალი და ყველამ უნდა აგოს საკუთარ დანაშაულზე პასუხი”, – აცხადებს ია მეტრეველი.

ეს გარეწრები წავიდნენ ციხეში და იქ უნდა ჩალპნენ – სოსო რობაქიძე

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები