ფოტოხელოვანი მარიამ ნაკანი შვილს 20 წლის იუბილეს ულოცავს და სოციალურ ქსელში ულამაზესი ლიტა თავაძის ფოტოებს გვიზიარებს.
როგორც მარიამ ნაკანი წერს, „დედობა მისთვის მთავარი მამოტივირებელი ძალა, ყველაზე მნიშვნელოვანი პასუხისმგებლობა და ნომერ პირველი სამსახურია, რომელიც უდიდეს ბედნიერებას ანიჭებს“.
„Happy 20th birthday my love ?
ეს ის გოგოა, ვის გამოც გადავწყვიტე ვიყო ძლიერი! ეს ის გოგოა ვის გამოც დავიწყე გადაღება, ვის გამოც არ ვთაკილობდი შრომას, რამდენი რთული გადაღება მქონია, რამდენჯერ მომითმენია დაღლა, დამცირება, უსამართლობა.. მაგრამ ჩემს თავს არ ვაძლევდი უფლებას მოვდუნებულოყავი, იმიტომ რომ ვიცოდი სახლში ლიტუკა მელოდებოდა ? დედობა არის ჩემი მთავარი მამოტივირებელი ძალა, ყველაზე მნიშვნელოვანი პასუხისგებლობა, ნომერ პორველი სამსახური, ყველაზე ძვირფასი თანამდებობა და უკიდეგანოდ დიდი ბედნიერება, ჩემი შვილების გამო ვარ და ვიქნები ტოტალურად შრომისმოყვარე და ძლიერი ქალი ? მიყვარხარ დეკუ @litatavadze მადლობა რომ არსებობ, მადლობა რომ მოევლინე ჩემს ცხოვრებას, მადლობა რომ ასეთი დახვეწილი არსება ხარ, შენ მასწავლი მე ყველაფერს მე კი არა , შენ დე!“,- წერს მარიამ ნაკანი.