„მანჩესტერ იუნაიტედის” მთავარმა მწვრთნელმა ლუი ვან გაალმა დავიდ დე ხეას შესახებ ოფიციალური განცხადება გააკეთა.
“გუნდში 2 ასისტნეტი მყავს და ყველა სატრანსფერო თემას მათთან ერთად განვიხილავ, ასე რომ დე ხეას შესახებ გადაწყვეტილებას მარტო მე არ ვიღებ.
ასევე, მეკარეებს კიდევ ერთი მწვრთნელი ჰყავთ. მე მასთან ერთადაც განვიხილე ესპანელი კიპერის მომავალი.
ფრანს ჰოეკი (მეკარეების მწვრთნელი) შეხვდა დე ხეას და ჰკითხა მას სურს, თუ არა კვლავ “მანჩესტერში” თამაში, რაზეც უარყოფითი პასუხი მიიღო.
ცხადია, რომ ეს ის დე ხეა არ არის, რომელიც შარშან ჰყავდა “იუნაიტედს”, – განაცხადა ლუი ვან გაალმა.
როგორც იცით, დე ხეას შეძენა დიდი ხანია მადრიდის ”რეალი” ცდილობს და დიდი ალბათობით ესპანელი კიპერი სწორედ ”სამეფო კლუბში” გააგრძელებს კარიერას.