LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ეს იმდენად არარეალურია… კამიკაძე უნდა იყოს, რომ ვიღაცამ „ნაცმოძრაობაში“ ასეთი რაღაც გააკეთოს: ალექსანდრე რაქვიაშვილი ვოლსკის განცხადებაზე

151
რაქვიაშვილი - ვოლსკი

„ქართული ოცნების“ ერთ-ერთი ლიდერის გია ვოლსკის მიერ გაკეთებულ განცხადებას, რომელმაც თქვა, რომ „ნაცმოძრაობა“ გარკვეული პროვოკაციის დაგეგმვის მიზნითაა მობილიზებული, ეს არის მიზეზი თუ რატომ არ არიან ისინი დელეგაციაში“, პარტია „გირჩის“ ერთ-ერთი ლიდერი ალექსანდრე რაქვიაშვილი „ფორტუნას“ გადაცემაში „დღის თემა“ ეხმიანება. რაქვიაშვილს არ სჯერა, რომ „ნაციონალური მოძრაობა უკრაინაში ვიზიტის დროს გარკვეულ პროვოკაციას გეგმავს“, რადგან მისი განმარტებით, მათ ამის სურვილი არ აქვთ და „პროვოკაცია იმდენად არარეალურია, კამიკაძე უნდა იყო, რომ ნაციონალურ მოძრაობაში ვიღაცამ ასეთი რაღაც გააკეთოს“.

მისივე თქმით, ერთადერთი მიზეზი, რის გამოც „ნაციონალური მოძრაობა“ საპარლამენტო დელეგაციასთან ერთად უკრაინაში არ გაემგზავრა, „ქართულ ოცნებასა“ და „ნაციონალური მოძრაობას“ შორის არსებული დაპირისპირებაა.

„შანსი არის გაფუჭებული ურთიერთობები აღვადგინოთ…ვგულისხმობ, ელჩის დაბრუნებას და ბევრ სხვა გაუგებრობას“: ალექსანდრე რაქვიაშვილი საპარლამენტო დელეგაციის უკრაინაში ვიზიტზე

„მე არ მჯერა გია ვოლსკის მიერ გაკეთებული განცხადების, რომელიც ამბობს, რომ „ნაციონალური მოძრაობა უკრაინაში ვიზიტის დროს გარკვეულ პროვოკაციას გეგმავს“. შეიძლება სუს-მა იმიტომ დაიწყო გამოძიება, რომ ბატონმა გიამ ასეთი განცხადება გააკეთა და მერე არ თქვან, რომ ეს სპეკულაცია იყო.

არ მჯერა, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ ამას გააკეთებს უკრაინაში, რადგან ამის სურვილი მათ არ აქვთ. წარმოიდგინეთ, უკრაინაში ომი მიდის, ეხლა იქ პროვოკაციები რომ მოეწყოს, არავინ არ იცის როგორ დამთავრდება. ვიღაცამ თავდასხმა, რომ გაბედოს პირობითად პაპუაშვილზე, იმას ხომ უკრაინელი ჯარისკაცები დაიცავენ. ეს იმდენად არარეალურია… კამიკაძე უნდა იყო, რომ ნაციონალურ მოძრაობაში ვიღაცამ ასეთი რაღაც გააკეთოს. არ მჯერა ამის. 

ერთადერთი მიზეზი იყო, რის გამოც, ნაციონალური მოძრაობა დელეგაციის შემადგენლობაში არ შედის, რომელიც უფრო სასაცილოდაც ჟღერს, ეს არის ქართული ოცნებისა და ნაციონალური მოძრაობის დაპირისპირება. არ მგონია, რომ ამის უკან რაიმე სერიოზული იყოს“, – აცხადებს ალექსანდრე რაქვიაშვილი.

საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის ვიზიტი უკრაინაში ერთდღიანი იქნება

გია ვოლსკი: „ნაცმოძრაობა“ გარკვეული პროვოკაციის დაგეგმვის მიზნითაა მობილიზებული, ეს არის მიზეზი თუ რატომ არ არიან ისინი დელეგაციაში

ანა დოლიძე: ნაციონალური მოძრაობის პოზიცია არის მორიგი გამოხატულება იმისა, რომ ისინი აკმაყოფილებენ მიხეილ სააკაშვილის ეგოს

სუს-მა ენმ-ის მიერ უკრაინაში შესაძლო პროვოკაციის მოწყობის შესახებ ინფორმაციაზე გამოძიება დაიწყო