ორ ცოლიანმა ამერიკელმა ისაუბრა იმაზე, თუ როგორ ებრძვიან მისი ცოლები ეჭვიანობის გრძნობას, იყოფენ ქმარს და მრავალცოლიანობის სხვა სირთულეებს უმკლავდებიან. მისი ისტორია Daily Mail-მა გაავრცელა.
34 წლის მორმონი კოლტონ უინდერი ერთდროულად ორ ქალზე – ტამისა და სოფიზეა დაქორწინებული. ყველანი ერთ სახლში, სამ ბავშვთან ერთად ცხოვრობენ. მამაკაცი თავის გადაწყვეტილებას არა ტრადიციული სტერეოტიპებით, არამედ ღრმა რელიგიური მიზნებით ხსნის. ამერიკელს სჯერა, რომ პოლიგამიური ქორწინებები სიკვდილის შემდეგ სამოთხეში ადგილის დამკვიდრების გარანტიაა.
კოლტონი და ტამი 12 წლის წინ დაქორწინდნენ. მრავალცოლიანობის იდეა ორივეს მოსწონდა, თუმცა კიდევ ერთი ქალის ძებნა მაშინვე არ დაუწყიათ და ყველაფერი ბედს მიანდეს. და ეს მართლაც მოხდა, 2017 წელს კოლტონმა სოფიზეც იქორწინა.
მამაკაცის თქმით, ზოგჯერ ის თავს ისე გრძნობს როგორც ტორნადოს ცენტრში, რადგან მის ცოლებს ძალიან განსხვავებული ხასიათები აქვთ. ოჯახმა თავისი ანომალიური ურთიერთობის დარეგულირება პრობლემებზე ღიად საუბრით ისწავლა. კოლტონი, ტამი და სოფი ცდილობენ თვეში ორჯერ მაინც პაემნებზე წავიდნენ, ხან ერთად, ხანაც ცალ-ცალკე. ორივე ქალს თავისი საძინებელი ოთახი აქვს და მეუღლე მათთან დროს თანაბრად ატარებს.