ახალგაზრდა ექიმი ლელა შაშიკაშვილი გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაციას ექიმი სოფიო ბერიძე სოციალურ ქსელში წერს.
როგორც სოფიო ბერიძე წერს, ლელა პროფესიონალი, კეთილშობილი და სულგრძელი ადამიანი იყო, რომელიც „მთელი პანდემიის მანძილზე ლაბორატორიიდან არ გამოსულა“ და სხვა ადამიანებს ეხმარებოდა.
„ეს გოგო აღარ არის…
არ მეგულება ჩვენს რეგიონში ადამიანი, ვისთვისაც ლელას დახმარება არ გაეწიოს. დაუზარელი, თავისი საქმის უბადლო პროფესიონალი, კეთილშობილი და სულგრძელი…
მთელი პანდემიის მანძილზე, ლაბორატორიიდან არ გამოსულა… კოვიდის არა, მაგრამ პანდემიის დამანგრეველი ძალის მსხვერპლია თავადაც… პირდაპირი თუ არაპირდაპირი…
ასეთი ლელა დაკარგა სრულიად აჭარამ…“, – წერს სოფიო ბერიძე სოციალურ ქსელში.