LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ეს გადაწყვეტილება გაზრდის დარბაზში ე.წ. ანტივაქსერების რაოდენობას, არ მომწონს „მწვანე ბარათების“ მოთხოვნის გაუქმების გადაწყვეტილება – „სნეპ ფიტნესი“

121
bigstock-group-of-young-people-running-85541696

„არ მომწონს  „მწვანე ბარათების“ მოთხოვნის გაუქმების გადაწყვეტილება, ძლივს დაინერგა, ძლივს შევეჩვიეთ, თუმცა, რას ვიზამთ, სახელმწიფოს გადაწყვეტილებას დავემორჩლებით,“ – ამის შესახებ „ბიზნესპარტნიორთან“ „სნეპ ფიტნესის“ ქსელის დირექტორი, სოფო სოლოღაშვილი აცხადებს.

ის ამბობს, რომ მთავრობის ეს გადაწყვეტილება გაზრდის დარბაზში ე.წ. ანტივაქსერების რაოდენობას და შეამცირებს მათ რაოდენობას, ვინც თავიდანვე მომხმრე იყო, სპორტულ დარბაზებში მხოლოდ „მწვანე სტატუსის“ მქონე მომხმარებელი ყოფილიყო.

რაც შეეხება ბიზნესისთვის ამირან გამყრელიძის მიმართვას, მაინც გამოიყენონ „მწვანე პასპორტები“, ამას სოლოღაშვილი არ ეთანხმება.

„სექტორში გვქონდა კონსულტაციები და არავინ გეგმავს დარბაზში მომხმარებელს „მწვანე პასპორტი“ მოსთხოვონ. ჩვენ უმცირესობაში აღმოვჩნდებით, გამომდინარე იქიდან, რომ გვაქვს 4 ფილიალი, ბიზნესისთვის ეს დამაზარალებელი იქნება,“ – აცხადებს „სნეპ ფიტნესის“ ქსელის დირექტორი „ბიზნესპარტნიორთან“.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები