LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ეს ეხებოდა გოგოს… შევუთვალე, თავი შეეკავებინა მასთან კომუნიკაციისაგან…” – რა ახალ დეტალებს ყვება ნიკო კვარაცხელიას მკვლელობის საქმის ბრალდებული

787
ნიკო კვარაცხელია

თბილისის საქალაქო სასამართლოში 22 წლის ნიკა კვარაცხელიას მკვლელობის საქმის განხილვა გრძელდება, პროკურორის კითხვებს დღეს ბრალდებულები გიორგი კავილაძე და აკო ჭელიძე პასუხობენ.

“ინტერპრესნიუსის” ცნობით, განზრახ მკვლელობაში ბრალდებულმა გიორგი კავილაძემ სასამართლო პროცესზე განაცხადა, რომ მკვლელობაში მეორე ბრალდებულმა აკო ჭელიძემ 15 სექტემბერს უთხრა, რომ ნიკა კვარაცხელიას შეუთვალა მის მეგობარ გოგონასთან კომუნიკაციისაგან თავი შეეკავებინა, თუმცა კვარაცხელიამ ეს არ გაითვალისწინა, რის გამოც მისი პირადად ნახვა სურდა. დაკითხვის დროს კავილაძემ ასევე განაცხადა, 15 სექტემბერს, 16:00 საათზე, აკო ჭელიძე გადავიდა მანქანიდან, რა დროსაც 10-მდე გასროლის ხმა გაიგო და სარკიდან დაინახა, რომ აკო ჭელიძე მანქანისკენ გამორბოდა, რომელმაც უთხრა, რომ კვარაცხელია დაჭრა.

„15 სექტემბერს დილით დავურეკე აკო ჭელიძეს, 10-11 საათი იქნებოდა, გამოვედი ჩემი კუთვნილი ავტომობილით. მითხრა, სადაც გუშინ დამტოვე იქ გამომიარეო, გავუარე აბაშიძის ქუჩაზე. ტელეფონში მითხრა რაღაც საქმეები მაქვს, ალბათ, ვერ გამოგყვებიო, გამოგივლი და დავილაპარაკოთო. მითხრა, რომ ადამიანი ჰყავდა სანახავი და უნდა დალაპარაკებოდა, ეს ადამიანი იყო ნიკოლოზ კვარაცხელია, მითხრა, რომ 2 კვირის წინ შეუთვალა რაღაც, რაც არ გაითვალისწინა, გამომდინარე აქედან პირადად უნდა ენახა. ეს ეხებოდა გოგოს და გოგოსთან დაკავშირებით შევუთვალე, რომ თავი შეეკავებინა მასთან კომუნიკაციისაგან, რაც არ გაითვალისწინაო, საუბარია ალეკოს მეგობარ გოგონაზე.

3-მილიონნახევრიან საქართველოში ერთი ჭორიკანა არ გამოჩნდა, ვინც ნიკა კვარაცხელიაზე ცუდს იტყოდა, რატომ? ამ კითხვაზე გამცენ პასუხი ბრალდებულებმა – პროკურორი

მანამდე ეს შეთვლა მოხდა კონკრეტული ადამიანის პირით, თუმცა ვინ იყო ეს ადამიანი, არ ვიცი. მითხრა, რომ დავურეკო არ შემხვდება და თავს შეიკავებს შეხვედრიდან, ამიტომ შემთხვევით ქუჩაში თუ გადავეყრებიო.

შევთავაზე ალეკოს, რომ გავყვებოდი მის საქმეზე, რის შემდეგაც გამომყვებოდა ბორჯომში, ჩემს საქმიანობაზე. გადავჯექი ნაქირავებ მანქანაში და დავითანხმე, რომ ჯერ გავყვებოდი, რის შემდეგაც წავიდოდით ჩემს საქმეზე. მითხრა საცხოვრებელი სახლი და ქუჩა მიახლოებით ვიციო, რის შემდეგაც წავედით ანჯაფარიძის ქუჩის მახლობლად. მითხრა, რომ ჰყავდა ,,რეინჯ როვერი”.

200 მეტრი იყო ჩვენს მანქანებს შორის დაშორება, მივუახლოვდით მანქანას და მითხრა გამეჩერებინა. გადავიდა მანქანიდან, რა დროსაც გავიგე 10-მდე გასროლის ხმა, საერთოდ ვერ წარმომედგინა, რომ ჩვენთან შეიძლება დაკავშირებული ყოფილიყო ეს ხმები, სარკიდან დავინახე, რომ მანქანისკენ გამორბოდა. მითხრა, ჩქარა წადი აქედანო, აკანკალებული ხმით მელაპარაკებოდა. რაღაც პერიოდი უნარიც არ ჰქონდა ეპასუხა რა მოხდა, ბოლოს მითხრა დავჭერიო”, – განაცხადა გიორგი კავილაძემ.

საქმის მტკიცებულებების მიხედვით დღეს მოვისმინეთ ტყუილი მკვლელობის მოტივთან და ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით, მაგრამ პროცესის მიმდინარეობისას ბრალდებულმა ამ ტყუილის შენარჩუნება ვერ მოახერხა, – ასე აფასებს

საქმის პროკურორის გია შაიშმელაშვილის განცხადებით – “დღეს მოვისმინეთ ტყუილი მკვლელობის მოტივთან და ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით, მაგრამ პროცესის მიმდინარეობისას ბრალდებულმა ამ ტყუილის შენარჩუნება ვერ მოახერხა”. პროკურორის თქმით, ბრალდებულ გიორგი კავილაძეს სურდა სასამართლოსთვის მისთვის სასარგებლო ინფორმაცია მიეწოდებინა.

ნუ ჩაუსახავთ ცრუ იმედებს შემზარავი დანაშაულის ჩადენაში მხილებულ შვილებს – მიეცით მათ საკუთარ თავთან მარტო დარჩენისა და გულწრფელი სინანულის საშუალება: ნიკო კვარაცხელიას დედა ბრალდებულების მშობლებს მიმართავს

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები