კრის ბრაუნმა წინასწარი დაკავების იზოლატორი დატოვა.
საინტერესოა, რომ დაკითხვიდან გამოსვლის შემდეგ, 29 წლის ვარსკვლავმა ,,ინსტაგრამზე” ფოტო წარწერით: ,,ეს ძუკნა იტყუება” გამოაქვეყნა, რომელსაც მოკლე აღწერაც დაურთო. ფოტოს აღწერაში, ამერიკელი შემსრულებელი ბრალდებას უარყოფს და აღნიშნავს, რომ გოგონას მონათხრობი მის ხასიათსა და მორალს ეწინააღმდეგება.
ამასთან, ბრაუნი ახალგაზრდას წინააღმდეგ, სასამართლოში სარჩელის შეტანასაც გეგმავს. ჰიპ-ჰოპ არტისტის ადვოკატის თქმით, ის გოგონას ცილისწამებისთვის უჩივლებს.
შეგახსენებთ, რომ კრის ბრაუნი გაუპატიურების ბრალდებით, პარიზში დააკავეს. რეპერის წინააღმდეგ სარჩელი პოლიციაში 24 წლის გოგონამ შეიტანა, რომელიც ირწმუნებოდა, რომ ერთი შვილის მამამ მასზე სექსუალურად იძალადა.