LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ეს დღე მკლავს.. არ არსებობს მდგომარეობა, ნიკო ჩემს ფიქრებსა და მონატრებაში არ მყავდეს, უსამართლო სისხლში გასვრილებს, თვალებში ჩავხედავ და მხოლოდ ერთ კითხვას დავუსვამ..“ – მამა იოანე ნიკო კვარაცხელიას ემოციურ პოსტს უძღვნის

232
Untitled design

2 წლის წინ, 2021 წლის 15 სექტემბერს თბილისში, ანჯაფარიძის ქუჩაზე ონლაინ-პლატფორმა Feedc-ის შემქმნელი ნიკო კვარაცხელია მოკლეს.

15 სექტემბერი დგება, მე კი მინდა, ფანჯრები გავაღო და ხმამაღლა ვიყვირო, მშიშრებო ამ კაცის შეგეშინდათ? – იზა ომაძის ემოციური პოსტი

ნიკო კვარაცხელიას შესახებ სოციალურ ქსელში ემოციურ სტატუსს აქვეყნებს რომის სამრევლოს წინამძღვარი მამა იოანე ხელაია:

„სადაც არ უნდა ვიყო, როგორც არ უნდა ვიყო, რა ასაკშიც არ უნდა ვიყო, ცოცხალი თუ მკვდარი, არ არსებობს მდგომარეობა, ნიკო ჩემს ფიქრებში და მონატრებაში არ მყავდეს.

სანამ ვიარსებებ, ჩემთან იქნება ეს ყველაზე მაგარი, ჭკვიანი, უპატიოსნესი, მოსიყვარულე და მართალი ბიჭი, რომელიც უსამართლოდ დახვირეტეს.

ეჰ, დადგება დრო, აუცილებლად დადგება დრო და ამას ვერავინ შეაჩერებს. უსამართლო სისხლში გასვრილებს, ჩავხედავ თვალებში და მხოლოდ ერთ კითხვას დავუსვამ, რისთვის? რისთვის? და რისთვის? ეს დღე მკლავს“, – წერს მამა იოანე ხელაია.

 

რომის სამრევლოს წინამძღვარი მამა იოანე ხელაია

სადაც არ უნდა ვიყო,როგორც არ უნდა ვიყო,რა ასაკშიც არ უნდა ვიყო.ცოცხალი თუ მკვდარი.არ არსებობს მდგომარება.ნიკო ჩემი…

Posted by რომის სამრევლო on პარასკევი, 15 სექტემბერი, 2023

 

„ჩემო კეთილო ანგელოზო, იქ, ზეცაში გილოცავ დაბადების დღეს.. სიხარულით გაგიცვლიდი ადგილს, წარმომიდგენია, რამდენ უმაგრეს საქმეს გააკეთებდი, ჩემო ყველაზე მაგარო ბიჭო“ – რას წერს მამა იოანე ნიკო კვარაცხელიაზე 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები