საქართველოს დამსახურებულ სახალხო არტისტს ბუბა კიკაბიძეს 85 წელი შეუსრულდებოდა.
საიუბილეო თარიღს არაერთი ადამიანი ეხმაურება სოციალურ ქსელში. მათ შორის მსოფლიო ბანი პაატა ბურჭულაძე, რომელიც საზოგადოებას ბუბა კიკაბიძესთან შეხვედრის ბოლო კადრებს უზიარებს.
ერთობლივი ფოტო ბუბას გარდაცვალებამდე რამდენიმე თვით ადრე არის გადაღებული.
„ეს ჩვენი ბოლო შეხვედრაა გარდაცვალებამდე რამდენიმე თვით ადრე.
დღეს შენი დაბადების დღეა ჩემო ბუბა.
ღმერთმა ნათელში გამყოფოს“, – წერს პაატა ბურჭულაძე.