„ყოველგვარ საფუძველს მოკლებულია მსჯელობა და დასკვნები, რომ გიორგი შაქარაშვილი ერთი დღის ან დღე ნახევრის განმავლობაში უგონო მდგომარეობაში იმყოფებოდა“. – ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე მესამე კომპლექსური ექსპერტიზის შედეგებზე სამედიცინო ექსპერტმა, ალექსანდრე გეჯაძემ ისაუბრა.
ექსპერტის განმარტებით, დაზიანებები მიანიშნებს, რომ ადგილი ჰქონდა ფიზიკური ხელყოფის-ცემის ფაქტს.
„ექსპერტიზა გამორიცხავს, რომ ეს დაზიანებები სიმაღლიდან ვარდნის შედეგად ან წყალში ჩავარდნით იყოს. დაზიანებები სიცოცხლის დროინდელია. ვამბობთ, რომ წყალში ჩავარდნით ამ დაზიანებს ვერ მიიღებდა. ე.ი ეს დაზიანებები მიიღო მანამ, სანამ წყალში მოხვდებოდა“. – განაცხადა გეჯაძემ.
როგორც მან „მედიაცენტრ მთავარში” გამართულ პრესკონფერენციაზე განმარტა, ექსპერტიზის შედეგად დადგინდა, რომ გიორგი შაქარაშვილს დაზიანებები მკვირვი, ბლაგვი საგნის ზემოქმედების შედეგად აქვს მიყენებული, რომელიც შესაძლოა, ფეხსაცმლიანი ფეხის ჩარტყმის შედეგადაც განვითარებულიყო. მისივე განცხადებით, ასევე დადგინდა, რომ შაქარაშვილის სიკვდილის ხანდაზულობა არის 3-4 დღის დიაპაზონში და დაზიანებები სიცოცხლის დროინდელია.
„დაზიანება არის მკვრივი, ბლაგვი საგნის ზემოქმედების შედეგად. მაღალი ალბათობით, მე პირადად მიმაჩნია, რომ ეს დაზიანება სავსებით დასაშვებია განვითარებულიყო ფეხსაცმლიანი ფეხის ჩარტყმის შედეგად, მისი ფართობიდან და ხასიათიდან გამომდინარე.
შაქარაშვილს მინიმუმ 9 დაზიანება მიღებული აქვს ფეხის, ხელის ან ბლაგვი საგნებით - პროკურატურა კომისიურ დასკნას აქვეყნებს
„გამოირიცხა, რომ გიორგი შაქარაშვილმა სხეულზე არსებული დაზიანებები წყალში ჩავარდნის შემდგომ მიიღო“
გამოძიებას ასევე აინტერესებდა, ჰქონდა თუ არა შაქარაშვილს ისეთი დაზიანებები, რომელიც გარეგან სისხლდენას გამოიწვევდა.
დაიდო დასკვნა, რომ შაქარაშვილს ძირითადად სისხლნაჟღენთები აღენიშნებოდა სხეულზე, გარეგნულად. მას არ ჰქონდა ისეთი ჭრილობა, რომელიც გარეგან სისხლდენას განაპირობებდა. შესაბამისად, დაიდო დასკვნა, რომ მას არანაირი დაზიანება არ ჰქონდა, რასაც შეეძლო გარეგანი სისხლდენა გამოეწვია.
ბოლო ექსპერტიზის ფორმატში გამოძიებას ამავდროულად აინტერსებდა, რა შესაძლო პოზაში უნდა ყოფილიყო შაქარაშვილი, რომ მუცლის ქვემო მესამედში სისხლჩაქცევის სახით ეს დაზიანება მიეღო. ხომ არ იყო შაქარაშვილი ამ დროს მწოლიარე მდგომარეობაში, ეს შეკითხვა დასვა გამოძიებამ.
ნებისმიერი წინააღმდეგობრივი პროცესი, რასაც ჩხუბი ჰქვია, წარმოადგენს არა სტატიკურ, არამედ დინამიურ პროცესს, ბუნებრივია, ძნელია იმის თქმა, რა პოზაში უნდა ყოფილიყო შაქარაშვილი, რომ დაზიანება მიეღო, მაგრამ ჩვენ არ გამოვრიცხავთ და საშვებით დასაშველად მივიჩნევთ, რომ ეს დაზიანება შესაძლოა მწოლიარე მდგომარეობაში ყოფნის პერიოდშიც მიეღო“, – განაცხადა გეჯაძემ.
კითხვაზე, შეუძლია თუ არა მესამე კომისიურ ექსპერტიზას გარდამტეხი ცვლილებების შეტანა გამოძიების მიმდინარეობის პროცესში, გეჯაძე აღნიშნავს, რომ ეს უკვე სამართლებრივი მსჯელობის საგანია.
ცნობისთვის, გიორგი შაქარაშვილის საქმეზე სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის ფორმატში სამი კომისიური ექსპერტიზა ჩატარდა. მესამე კომისიური ექსპერტიზა არის ბოლო, რომელიც გუშინ პროკურატურამ გამოაქვეყნა.
ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის საქმეზე დაკავებული 8 პირიდან სამს ძალადობას, ასევე სხეულის განზრახ მსუბუქ დაზიანებას ედავებიან, დანარჩენ პირებს კი, ძალადობას, ძალადობის ორგანიზებასა და მასში მონაწილეობას.
გიორგი შაქარაშვილის საქმეზე ბრალდებულ 3 პირს პატიმრობა გირაოს სახით შეეცვალა