LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ეს არის სისასტიკე – მეთიუ ბრაიზა ტატუნაშვილის მკვლელობას გამოეხმაურა

56

“ეს არის სისასტიკე, ჰუმანიტარული ნორმების უხეში დარღვევა,“- ასე გამოეხმაურა შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის ყოფილი თანაშემწე მეთიუ ბრაიზა, არჩილ ტატუნაშვილის მკვლელობას.

მისი თქმით, საქართველოს მთავრობამ აღნიშნული საკითხი საერთაშორისო ფორმატებში უნდა განიხილოს.

მეთიუ ბრაიზა ჯეიმს თაუნის უნივერსიტეტის დელეგაციასთან ერთად, საქართველოს შერიგების საკითხებში სახელმწიფო მინისტრს, ქეთევან ციხელაშვილს შეხვდა.

„ვფიქრობ, საქართველოს მთავრობამ, პირველ რიგში, უნდა მოითხოვოს საკუთარი უფლებების დაცვა და გახადოს ეს საკითხი მთავარი ყურადღების საგანი ჟენევის დისკუსიებზეც და მის მიღმაც. უნდა ილაპარაკოს გაეროსთან და ევროპელ მოკავშირეებთან თუ როგორ აწამებენ საქართველოს მოქალაქეებს. ისინიც გააცნობიერებენ, რომ ეს არ არის გაყინული კონფლიქტი და რომ ეს არის კონფლიქტი ფართომასშტაბიანი სამხედრო ოპერაციის გარეშე, რომლის დროსაც ხალხი მაინც იღუპება, თან სასტიკი მეთოდებით. ჟენევის მოლაპარაკებებში ჩემი პირადი გამოცდილებიდან გეტყვით, რომ შოკირებული ვიყავი და არა გაკვირვებული, როგორ უშლიდა რუსეთი ყოველთვის ხელს ოკუპირებულ ტერიტორიებთან ნებისმიერი სახის ჰუმანიტარულ წვდომას, რაც სრული დარღვევაა იმ შეთანხმებების, რომლებსაც ხელი თავად მოაწერეს. ამიტომ, საქართველოს მეგობრებისა და მოკავშირეების მხარდაჭერის მობილიზაციის დროა,“ – განაცხადა მეთიუ ბრაიზამ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები