ბუტა რობაქიძის დედა პარლამენტის წინ მიმდინარე მოვლენებს ეხმაურება და აცხადებს, რომ რაც მოხდა ტრაგედიაა, მაგრამ ეს არის რევოლუცია, აჯანყება და შტურმით აღება. “რევოლუციისა და გადატრიალების დროს ყოველთვის სისხლი დაიღვრება, ან ვიღაცა მოკვდება, ან თვალს დაკარგავს. ეს ბავშვებმა უნდა იცოდნენ და ყველამ უნდა იცოდეს”, – ეს განცხადება ია მეტრეველმა ტელეკომპანია “იმედის” ეთერში გააკეთა.
მისი თქმით, თუ მიდიხარ რევოლუციაზე, იმისთვისაც მზად უნდა იყო, რომ შეიძლება მოკვდე კიდეც.
ბუტა რობაქიძის დედა ხელისუფლებას მიმართავს, რომ დაასრულონ კოჰაბიტაცია და დასაჯონ ყველა, ვინც გადატრიალებას აწყობდა.
ნამდვილად მძიმეა ამ ყველაფრის ხილვა.
ია მეტრეველი: როგორ ექცეოდნენ ეს ადამიანები პოლიციას და როგორ ითმენდა პოლიცია, ძალიან კარგად ჩანდა
“რომ გამოხატავენ ვითომ ამ დიდ წუხილს ამ ბავშვების თვალებზე, მართლა გაგიჟებული ვარ მე თვითონ და არ ვიცი ამაზე მძიმე რა უნდა იყოს. ცეკვა-თამაში აქვთ გამართული და ხოშტარიას ვერ აკავებენ, ისე ცეკვავს, მღერიან და ერთ ამბავში არიან და როგორი განცდა არის ეს, ვერ გავიგე. ჩვენ დროსაც ძალიან ბევრმა ადამიანმა დაკარგა თვალი – ეს არის ბესო ტაბატაძე, ოთხი შვილის მამა, თუ არ მეშლება, ასევე ხომასურიძემ… ხელისუფლებას მინდა მივმართო, დაამთავრონ ეს კოჰაბიტაცია! და ჩვენ მარტო მელიას დასჯას არ ველოდებით, ჩვენ ველოდებით ყველა იმ ლიდერის დასჯას, ვინც კარგად ჩანს კადრებში და მადლობა იმ გოგონას, ბერიძეს, ვინც მოახერხა და ჩაიწერა ის მოლაპარაკებები, თუ როგორ უნდა აეღოთ პარალმენტი. ყველა ის ლიდერი, ვინც იყო ამაში მონაწილე და ვისაც უნდოდა ქვეყნის გადატრიალება, ყველაზე უნდა აღიძრას საქმე და დიდი იმედი მაქვს, რომ გამოძიება მიმდინარეობს და ეს ასე იქნება, ამას ელოდება საზოგადოება“,- განაცხადა ია მეტრეველმა.
ბუტა რობაქიძის დედა ამბობს, რომ მის მიმართ მუდმივ შეურაცხყოფას, ლანძღვას და ცილისწამებას ისმენს, მაგრამ ყურადღებას არ აქცევს.
„კატასტროფული ცილისწამებაა გაჩაღებული დღემდე და რა თქმა უნდა, არ ვაქცევ ამას ყურადღებას და არც ვკითხულობ, მაგრამ მიმდინარეობს საშინელი ცილისწამება. ესეც კი ვერ მოგვარდა, რომ ცილისწამებაზე ან კანონი შეიმუშაონ, რადგან წალეკა საქართველო ცილისწამებამ“,- აცხადებს ია მეტრეველი.