LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ეს არის პოლიტიკური დევნა, მისი დაკავება არის უკანონო: გიგი უგულავას ადვოკატი

321
გიგი უგულავა

გიგი უგულავას დაკავებას მისი უფლებადამცველი პოლიტიკურ დევნას უწოდებს.

გიორგი კონდახაშვილის განმარტებით, უგულავას დაკავების სამართლებრივი საფუძველი არ არსებობდა. მისი განცხადებით, გიგი უგულავას არავითარი ადმინისტრაციული გადაცდომა არ ჩაუდენია და ადვოკატები შეეცდებიან ამაში მოსამართლეც დაარწმუნონ.

“პირდაპირ ეთერში ვიხილეთ გიგის დაკავების კადრები და კადრებშიც ძალიან კარგად ჩანს, რომ გიგი არც შეურაცხყოფას აყენებდა არავის და არც წინააღმდეგობას არ უწევდა პოლიციას” – გიორგი კონდახაშვილი

გიორგი კონდახაშვილის თქმით, უგულავა “უბრალოდ იდგა და გამოხატავდა მის კონსტიტუციით გარანტირებულ უფლებას.”

გიგი უგულავას სხვა 14 დაკავებულთან ერთად გამოძიება პოლიციის დაუმორჩილებლობას და წვრილმან ხულიგნობას ედავება. ადმინისტრაციული სამართალდარღვევის გამო პოლიციამ ის გუშინ დააკავა, დაკავებას კი წინ უძღოდა ოპოზიციის ლიდერსა და პოლიციას შორის სიტყვიერი დაპირისპირება. მათი სასამართლო პროცესი სავარაუდოდ დღეს გაიმართება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები