ქართული ოცნების თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ “რასაც აკვირდება ახლა, ნაციონალური მოძრაობის დასასრულის დასაწყისია”. ამის შესახებ მან ტელეკომპანია “იმედის” ეთერში ისაუბრა.
“ერთი, რასაც ვაკვირდებით ჩვენ ახლა, ეს არის ნაციონალური მოძრაობის დასასრულის დასაწყისი და ეს არის ძალიან კარგი პროცესი ჩვენი ხალხისთვის, ქართული დემოკრატიისთვის. ეს არის ის, რასაც საზოგადოება ელოდება უკვე წლების განმავლობაში. პრაქტიკულად, უკვე ორი ათწლეულია ნაციონალური მოძრაობა არ აძლევს მოსვენებას, სამწუხაროდ, ამ ქვეყანას. ეს კონკრეტულ შედეგებშია გამოხატული”, – განაცხადა კობახიძემ.