LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ეს არის მესამე სიმძიმის ხარისხის დაავადება, ბოლოს წინა, ანუ სიკვდილის წინა სტადია: ნევროლოგი სააკაშვილზე

1478
otar-toidze_w_h

ცენტრ „ემპათიას“ ნევროლოგმა, ოთარ თოიძემ კლინიკა „ვივა მედიში“ ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი მოინახულა.

როგორც მან ჟურნალისტებთან განაცხადა უახლოეს დღეებში ყოფილი პრეზიდენტის მოსანახულებლად, ცენტრ „ემპათიის“ ექიმების სამედიცინო ჯგუფი შევა იმისთვის, რომ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ფინალური დასკვნა დაიწეროს.

„თითქმის ერთი თვეა  არ მოგვენახულებინა. მისი ამჟამინდელი მდგომარეობის შესახებ ვიცით, მხოლოდ მედიის საშუალებით და ექიმებთან ხანმოკლე საუბრით.

ჩემს პირველ და ბოლო ნახვას შორის არის დრამატული განსხვავება. ის იყო ადამიანი, რომელსაც არ უჭირდა ლაპარაკი, არ უჭირდა სიარული იმ ხარისხით, რაც დღეს არის. ამიტომ, ალბათ ამ დღეებში ჩვენ მას მოვინახულებთ იმისათვის, რომ ფინალური დასკვნა დაიწეროს უკვე ობიექტური შეფასებით.

ეს არის მესამე სიმძიმის ხარისხის დაავადება, ბოლოს წინა, ანუ სიკვდილის წინა სტადია“, – განაცხადა ოთარ თოიძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები