LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ეს არის მაგალითი, როგორ არის თვითმმართველობა ერთი კაცის მომსახურე – ხათუნა სამნიძე

107

„ეს არის მაგალითი, როგორ არის თვითმმართველობა ერთი კაცის მომსახურე. საკრებულომ დაამტკიცა, მზად არის, ყველაფერი გააკეთოს, რომ ბიძინა ივანიშვილს ერთგულება დაუმტკიცოს,” – ამის შესახებ “რესპუბლიკური პარტიის” ერთ-ერთმა ლიდერმა, ხათუნა სამნიძემ, განაცხადა. ის საკრებლოში მომხდარ დაპირისპირებას გამოეხმაურა.

„ყველა გაყარეს დარბაზიდან, პარლამენტის წევრები ძალადობრივი მეთოდებით საკრებულოს სხდომიდან გაიყვანეს,“ – აღნიშნა სამნიძემ.

საკრებულოს სხდომაზე ექსპრემიერ ბიძინა ივანიშვილის კომპანიისთვის მიწების გადაცემის საკითხზე უნდა იმსჯელონ. საუბარია პუშკინის სკვერის მიმდებარედ 1 900 კვ. მეტრი მიწის ნაკვეთის და, ასევე, ბოტანიკურის მიმდებარედ 5000 კვ მეტრზე თაბორის მთაზე.

ოპოზიცია მიწის ნაკვეთის ბიძინა ივანიშვილისთვის გადაცემას აკრიტიკებს. რამდენიმე წუთის წინ ოპოზიციის წევრები საკრებულოს სხდომათა დარბაზიდან გააძევეს, რასაც ფიზიკური დაპირისპირება მოჰყვა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები