LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ეს არის გზავნილი, რომ აშშ-ისთვის საქართველო არის ძალიან მნიშვნელოვანი – გიორგი ვაშაძე კონკგრესმენების ვიზიტზე

61
გიორგი ვაშაძე

ასეთი ვიზიტები არის გზავნილი რომ აშშ-ისთვის საქართველო არის ძალიან მნიშვნელოვანი და პრიორიტეტული სტრატეგიული პარტნიორი, რომელსაც სრული მხარდაჭერის იმედი შეიძლება ჰქონდეს ამერიკის მხრიდან, – განაცხადა „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა გიორგი ვაშაძემ ამერიკელი სენატროების და კონგრესმენების საქართველოში ვიზიტის საკითხზე კომენტირებისას.

ვაშაძის თქმით, კონგრესმენებთან საუბარი არის შესაძლებლობა გაჟღერდეს ის ეროვნული ინტერესები რაც ამერიკელი პარტნიორების წინაშე არსებობს.

„პირველი ეს არის, თავდაცვისუნარიანობის გაძლიერება საქართველოში. მეორე ესაა, რეგიონული საფრთხეები, მესამე – დავანახოთ სრულიად ახალი გეოპოლიტიკური პროექტების განხორციელების შესაძლებლობა, რაც საქართველოს გავლით შეიძლება მოხდეს.” – აცხადებს ვაშაძე.

მისი თქმით, ეს არის ის სატრანზიტო დერეფანი, თუ შემკრები ჰაბი, რომლითაც შეიძლება საქართველო გახდეს რუსეთის ალტერნატივა გაზის ნავთობის და ნებისმიერი ტვირთის თვალსაზრისით.

“ეს არის შესაძლებლობა რომ ვაჩვენოთ, თუ არ მოხდება დემოკრატიული რეფორმები ქვეყანაში, ყველა ეს პროექტი შეიძლება ჰაერში გაიფანტოს“, – განაცხადა „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ.

საქართველოში ვიზიტით მყოფი სენატორები და კონგრესმენები ოპოზიციური პარტიების ლიდერებს შეხვდნენ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები