პარლამენტის თავმჯდომარე კახა კუჭავა კიდევ ერთხელ აცხადებს, რომ ქვეყანაში ვადამდელი არჩევნები არ დაინიშნება.
„არანაირ შედეგს ამასთან კავშირი არ აქვს. ეს არის ფაქტი, რომელსაც ვეღარავინ გაექცევა. რაც შეეხება მეორე ტურებს, დარწმუნებული ვარ კახა კალაძის გამარჯვებაში და მჯერა, რომ ეს პირველივე ტურში იქნება“,- განაცხადა კახა კუჭავამ.
შეგახსენებთ, გუშინ მთავარმა არხმა მისი დაკვეთით ჩატარებული კვლევა გამოაქვეყნა, რომელის თანახმად თბილისის მერის არჩევნებში ბედს მეორე ტური გადაწყვეტს.
კითხვაზე, თბილისის მერობის რომელ კანდიდატს მისცემდით ხმას, ხვალ რომ თვითმმართველობის არჩევნები ტარდებოდეს? – მთავარია არხის დაკვეთით IPSOS S.A.-ს მიერ ჩატარებული კვლევის შედეგები, რომელიც თბილისის მასშტაბით ჩატარდა, ასეთია:
- კახი კალაძე – 41%
- ნიკა მელია – 36%
- გიორგი გახარია – 13%
- ანა დოლიძე – 4%
- ანა ბიბილაშვილი – 2%
- დანარჩენი კანდიდატები – 4%
არხის თანახმად, გამოიკითხა არჩევნებში მონაწილეობის უფლების მქონე, შემთხვევითობის პრინციპით შერჩეული 1500 რესპოდენტი, პირდაპირი ინტერვიუს მეთოდით, 21 სექტემბრიდან 25 სექტემბრის ჩათვლით პერიოდში. მონაცემების ცდომილების ზღვარი პლუს-მინუს 3%-ია.