“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრი გიორგი ჩალაძე ევროპის სახალხო პარტიის ხელმძღვანელის, დონალდ ტუსკი განცხადებას აფასებს, რომელიც საქართველოს მესამე პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს როტერდამში, პარტიის ყრილობაზე სიტყვით გამოსვლას სთხოვს.
“ეს არის ძალიან ძლიერი დიპლომატიური და პოლიტიკური გზავნილი, როდესაც ფიზიკურად პატიმარ ადამიანს იწვევენ სიტყვით გამოსასვლელად. ეს ნიშნავს აღიარებას, რომ მას არ მიაჩნია პრეზიდენტი სააკაშვილი პატიმრად და ის მიაჩნიათ პოლიტიკურ დევნილად და ისინი დიახ, აღიარებენ, რომ ის უნდა იყოს თავისუფალი” , – განაცხადა “ფორტუნას” გადაცემაში “დღის თემა” გიორგი ჩალაძემ.
ცნობისთვის, “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრის ეკა ხერხეულიძის ინფორმაციით, “ევროპის სახალხო პარტიის” პრეზიდენტმა დონალდ ტუსკმა საქართველოს მესამე პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს ოფიციალური წერილით მიმართა, რომელშიც მაისის ბოლოს, ბრიუსელში პარტიის ყრილობაზე ჩასვლა და სიტყვით გამოსვლა სთხოვა.