LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ეს არის დემნა გვასალიას სამშობლო” – Vogue მკითხველს საქართველოს აცნობს

15887
collage

პოპულარული გამოცემა Vogue საკუთარ მკითხველს საქართველოს დედაქალაქს აცნობს.

„საუკეთესო ქუჩის სტილი თბილისის მოდის კვირეულიდან“ – ამ სათაურით ქვეყნდება სტატია Vogue-ის ფურცლებზე. აღსანიშნავია, რომ პოპულარული გამოცემის ჟურნალისტმა საქართველოში ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მოწვევით იმოგზაურა და Mercedes-Benz Fashion Week Tbilisi-ის მოდის კვირეულს დაესწრო.

„საქართველოს დედაქალაქი ბოლო წლებში წარმატებული დიზაინერების ინკუბატორად იქცა, ადგილობრივი დიზაინერები გამოირჩევიან თამამი, ულტრათანამედროვე ქუჩის სტილით, საქართველოში მოდა ყოველთვის მოწინავე პოზიციებზეა, ეს არის დემნა გვასალიას სამშობლო“, – წერს Vogue -ის ჟურნალისტი რადიკა სეთი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები