LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ეს არის ჩვენი სტრიმის წარმატების ფორმულა” – რუსული კრიტიკული არხი “დოჟდი” გადაცემებს ფორმულას ბაზაზე გაუშვებს

167
0x5xt7h6dpug5b9

რუსული კრიტიკული არხი “დოჟდი”, რომელმაც მაუწყებლობა რუსეთის ხელისუფლების მიერ დაწესებული ცენზურის გამო შეწყვიტა, გადაცემებს ფორმულას ბაზაზე გაუშვებს.

ამის შესახებ ინფორმაციას ფორმულა ავრცელებს.

“დოჟდის” წამყვანებმა, ეკატერინე კოტრიკაძემ და ტიხონ დიადკომ ფორმულას მადლობა გადაუხადეს იმისთვის, რომ ტელეკომპანიის ბაზაზე დაიწყეს გადაცემების გაშვება.

“საჭიროა სამადლობელი სიტყვა ვუთხრათ ჩვენს კოლეგებს ტელეკომპანია ფორმულადან, რომელთა წყალობით ჩვენ ვართ აქ. აქ არის კამერები, აქ არიან წამყვანები, არიან კადრს მიღმა ადამიანები, ოპერატორები, ხმის რეჟისორი, არაჩვეულებრივი ადამიანები, რომელთა გარეშეც არაფერი იქნებოდა. მადლობა ფორმულას, ეს არის ჩვენი სტრიმის წარმატების ფორმულა”, – განაცხადეს წამყვანებმა.

ტელეკომპანიიც ცნობით, დოჟდის საინფორმაციო სამსახურის უფროსი, ეკატერინე კოტრიკაძე ქმართან, დოჟდის მთავარ რედაქტორთან, ტიხონ დიადკოსთან ერთად საქართველოში 7 მარტს ჩამოვიდა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები