LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ეს არის ახალი ტერორისტული თავდასხმა მშვიდობასა და უსაფრთხოებაზე ევროკავშირ-ნატოს საზღვართან: უკრაინის თავდაცვის მინისტრი ლვოვთან თავდასხმაზე

150
ალექსეი რეზნიკოვი

ლვოვის მახლობლად მშვიდობის დაცვისა და უსაფრთხოების საერთაშორისო ცენტრზე მომხდარ თავდასხმას, უკრაინის თავდაცვის მინისტრი ალექსეი რეზნიკოვი „ტეროტისტულ თავდასხმად“ აფასებს.

მისი თქმით, რუსეთის მხრიდან აგრესიის შესაჩერებლად „ცის დაკეტვა“ ძალიან მნიშვნელოვანია.

რუსეთმა ლვოვში მდებარე სამშვიდობო და უსაფრთხოების საერთაშორისო ცენტრზე საჰაერო დარტყმა განახორციელა

“რუსეთი თავს დაესხა მშვიდობის დაცვისა და უსაფრთხოების საერთაშორისო ცენტრს ლვოვის მახლობლად. აქ მუშაობენ უცხოელი ინსტრუქტორები. მსხვერპლთა შესახებ ინფორმაცია ზუსტდება. ეს არის ახალი ტერორისტული თავდასხმა მშვიდობასა და უსაფრთხოებაზე ევროკავშირ-ნატოს საზღვართან. უნდა იქნას მიღებული ზომები ამის შესაჩერებლად. დაკეტეთ ცა!”, – წერს რეზნიკოვი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები