LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ეს არის ადამიანების ბრძოლა იმისთვის, რომ გადარჩნენ“– გარევაჭრობის აკრძალვის მიუხედავად, გორში მოვაჭრეებმა რამდენიმე დახლი ისევ გაშალეს

324
გარემოვაჭრეების აქცია გორში

გარევაჭრობის აკრძალვის მიუხედავად, გორში, გურამიშვილის ქუჩაზე მოვაჭრეებმა რამდენიმე დახლი ისევ გაშალეს. მოვაჭრეები ამბობენ, რომ აკრძალვას არ დაემორჩილებიან.

გარემოვაჭრეებს მხარდაჭერას უცხადებენ „გირჩი – მეტი თავისუფლების“ წარმომადგენლები, რომლებიც მათთან იმყოფებიან. გარდა ამისა, ადგილზე იმყოფებიან სამართალდამცველები და გორის მუნიციპალიტეტის მერიის კეთილმოწყობის სამსახურის თანამშრომლებიც.

„ეს არის ადამიანების ბრძოლა იმისთვის, რომ გადარჩნენ. ამ ხალხს მთავრობა იმისთვის არ აურჩევია, რომ გადარჩენა დაუშალოს. ისინი იძულებულები არიან, თავი გადაირჩინონ და ქუჩაში ამიტომ ივაჭრონ. მათ შესთავაზეს სხვა ფართი, მაგრამ ამ ადამიანებისთვის იქ ვაჭრობა არაა მომგებიანი, სხვადასხვა გარემოების გამო.

„საფულეში 1 ლარი მიგდია, ცოდო არ ვარ? თუ რაღაც დამემართა ყველამ პასუხი უნდა აგოს, ჩემი შვილები იმათ შეინახონ“ - გორში აქციაზე გარემოვაჭრე შეუძლოდ გახდა

"მეორადები დამაქვს, რომ 1 ლარი და 50 თეთრი დამრჩეს, აგვყარეს და ზემოთ ბაზრობაზე, თავიანთი ბაზარი რომ არის, უნდათ რომ ხალხი იქ შეიყვანონ, რომ თვითონ დაძღნენ... იქ ვინ მოვა, მამაჩემი თუ დედაჩემი? მე აქ უნდა ვიდგე" - აცხადებს გარემოვაჭრე.

ჩვენ ყველა გზებით შევეცდებით მაგათ დაცვას, მათ შორის სამართლებრივი გზებით, იქნება ეს სასამართლოს გზა; თუ იქნება საჭიროება, საკონსტიტუციო სასამართლოში გავასაჩივრებთ და იქ დავადგენთ, ეს ნორმა რამდენად არის კონსტიტუციური, რადგან გვგონია რომ ეს ხალხი არის ბოლომდე მართალი“, – განაცხადა ადგილზე მყოფმა „გირჩი – მეტი თავისუფლების“ წარმომადგენელმა ბადრი გრიგალაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ გუშინ, გარემოვაჭრეებმა გორში საპროტესტო აქცია გამართეს. ისინი გარევაჭრობის დახლების აღებას აპროტესტებდნენ. გორის მუნიციპალიტეტის მერიამ გარემოვაჭრეებს ალტერნატიული ფართი წმინდაწყლის ტერიტორიაზე, ახალ ბაზარში შესთავაზა, სადაც ისინი ერთი წლის განმავლობაში საქმიანობის გაგრძელებას სიმბოლურ ფასად შეძლებენ, თუმცა მერიის შეთავაზებას გარემოვაჭრეები არ თანხმდებიან.

„გირჩი – მეტი თავისუფლების“ წარმომადგენლები მოვაჭრეების უფლებების დაცვას სასამართლოში შეეცდებიან.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები