გადაცემის „იმედის დილა“ რუბრიკას „შენი დრო თაკო ჩხეიძესთან ერთად“ მოდელი თაკო ნაცვლიშვილი სტუმრობდა.
უმშვენიერესმა ქართველმა მოდელმა კარიერის კუთხით სიახლეებზე ისაუბრა, თუმცა ასევე, მცირე კომენტარი გააკეთა მის საქორწილო კაბასთან დაკავშირებით, რომელიც როგორც ცნობილია, ამერიკელი დიზაინერის ვერა ვონგის მიერ არის შექმნილი.
„მილანში, ერთ-ერთი გადაღების პროცესში ვიყავი, როდესაც მეგობრებმა შემომთავაზეს, წამოდი, კაბები დავათვალიეროთო. თან ამ პერიოდში ქორწილისთვის ვემზადებოდით. მილანში, ვერა ვონგის მაღაზიაში მივედით.
სხვათა შორის, პირველივე კაბა იყო, რომელიც ჩავიცვი და ისე მომეწონა, რომ სხვები, რაც ჩავიცვი თითქოს არ მიხდებოდა, ისე როგორც ეს კაბა.. თან არ მიყვარს ფუშფუშა კაბები, მიყვარს სადა და ამიტომ გავაკეთე ეს არჩევანი“, – თქვა თაკო ნაცვლიშვილმა.
შეგახსენებთ, რომ თაკო ნაცვლიშვილი რამდენიმე ხნის წინ იტალიაში, ოთო ხუროძეზე დაქორწინდა.
ამავე თემაზე:
ფოტო, ვიდეო: თაკო ნაცვლიშვილი დაქორწინდა – ულამაზესი კადრები ქორწილიდან, რომელიც იტალიაში შედგა
ფოტო, ვიდეო: „ბრწყინავ“ – თაკო ნაცვლიშვილი ატლასის, ულამაზეს თეთრ კაბაში პოზირებს: კადრები იტალიიდან