LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ეს არ ნიშნავს გამარჯვებას, მაგრამ ძალიან გამიხარდა“ – ომბუდსმენობის კანდიდატების კენჭისყრის შედეგად, ყველაზე მეტი ხმა გიორგი ბურჯანაძემ მიიღო

58
გიორგი ბურჯანაძე

პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტზე, რომელზედაც კენჭი სახალხო დამცველობის კანდიდატებს უყარეს, ყველაზე მეტი ხმა გიორგი ბურჯანაძემ მიიღო.

მოქმედი ომბუდსმენის მოადგილეს მხარს „ქართული ოცნების“, „ლელოს“, „ნაციონალურმა მოძრაობისა“ და პარტია „საქართველოსთვის“ წარმომადგენლებმა დაუჭირეს.

ფაქტს სოციალურ ქსელში გამოეხმაურა თავად სახალხო დამცველობის მსურველი გიორგი ბურჯანაძე:

„ეს არ ნიშნავს გამარჯვებას, მაგრამ ძალიან გამიხარდა. სამოქალაქო საზოგადოების მხარდაჭერა; პროფესიული საპარლამენტო კომისიის დადებითი შეფასება და ახლა კიდევ ადამიანის უფლებათა კომიტეტის ერთსულოვანი (9-ვე ხმა) მხარდაჭერა. ვნახოთ რა იქნება აწი.“– წერს გიორგი ბურჯანაძე Facebook-ზე.

რაც შეეხება კიდევ ერთ კანდიდატს, ანა აბაშიძეს, მას მხარი „ლელომ“ და „ქართულმა ოცნება“დაუჭირა. აღსანიშნავია, რომ კომიტეტს ფრაქცია „ნაციონალურმა მოძრაობიდან“ ნატო ჩხეიძე ესწრებოდა, რომელმაც აბაშიძის კანდიდატურას მხარდაჭერა არ გამოუცხადა.

ნაზი ჯანეზაშვილის კანდიდატურას კი მხარი „ნაციონალურმა მოძრაობამ“ და „ლელომ“ დაუჭირეს.

მიუხედავად იმისა, რომ თავდაპირველად „ქართულმა ოცნებამ“ უარო თქვა მხარი დაუჭიროს იმ კანდიდატებს, რომლებმაც გასაუბრებაში მონაწილეობა არ მიიღეს, კომიტეტმა მიიღო გადაწყვეტილება, რომ გადამწყვეტ კენჭისყრაზე წარმოდგენილი 19-ვე კანდიდატი იქნება.

სახალხო დამცველის თანამდებობაზე ასარჩევად კომიტეტმა ჯანეზაშვილის კანდიდატურას მხარი არ დაუჭირა

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები