LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ეს არ არის პოლიციელების მხრიდან უფლებამოსილების გადამეტება – ეს არის ორგანიზებული ჯგუფის მიერ ჩადენილი ძალადობა, რომელიც შეიცავს წამების, მუქარის, არაადამიანური მოპყრობის ნიშნებს“ – „დროა“ აქტივისტზე ძალადობის საქმეზე პროკურატურას მიმართავს

100
გიგა ლემონჯავა

პარტია „დროას“ აღმასრულებელმა დირექტორმა, გიგა ლემონჯავამ ბრიფინგი გამართა და პოლიციელების მხრიდან ძალადობაზე ისაუბრა, რომელიც მოძრაობა „სირცხვილიას“ დირექტორის, გიორგი მჟავანაძის მიმართ განხორციელდა.

„პარტია „დროას“ გვსურს, გამოვეხმაუროთ მოძრაობა „სირცხვილიას“ აღმასრულებელი დირექტორის, გიორგი მჟავანაძის მიმართ გლდანი-ნაძალადევის მე-9 განყოფილებაში განხორციელებულ მძიმე ძალადობას. ფაქტების ერთობლიობა იძლევა დასაბუთებულ ვარაუდთა სტანდარტს, რომ მის მიმართ განხორციელებული ძალადობა იყო წინასწარ ორგანიზებული და კარგად დაგეგმილი სადამსჯელო აქტი პოლიციის მხრიდან.

ჩვენ მოვუწოდებთ შინაგან საქმეთა სამინისტროს, ასევე საქართველოს პროკურატურას, რომ გამოძიება წარმართოს სისხლის სამართლის კოდექსის 144-ე სეკუნდა და 144-ე ტერცია მუხლის შესაბამისად, რომელიც გულისხმობს წამების მუქარას და ასევე, ღირსების შემლახავ, დამამცირებელ და არაადამიანურ მოპყრობას, ორგანიზებული ჯგუფის მიერ.

პარტია „დროა“ ვუცხადებთ სოლიდარობას პირადად, გიორგი მჟავანაძეს და მოძრაობა „სირცხვილიას“. ხაზგასასმელია, რომ „ქართულმა ოცნებამ“ გააუქმა დამოუკიდებელი საგამოძიებო მექანიზმის სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური, რომლის უშუალო ფუნქცია-მოვალეობა იყო მსგავსი ტიპის საგამოძიებო აქტების გამოძიება, განსაკუთრებით, პოლიციელების მხრიდან ჩადენილი ჯგუფური ძალადობის შემთხვევებისა.

კიდევ ერთხელ, კატეგორიულად ვაცხადებთ, რომ ეს არ არის პოლიციელების მხრიდან უფლებამოსილების გადამეტების შემთხვევა. ეს არის ორგანიზებული ჯგუფის მიერ, წინასწარ შეცნობით ჩადენილი ძალადობა, რომელიც შეიცავს წამების, მუქარის, ღირსების შემლახავი, დამამცირებელი და არაადამიანური მოპყრობის ნიშნებს.“ – განაცხადა გიგა ლემონჯავამ.

პოლიციამ გიორგი მჟავანაძე დააკავა და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა: მოძრაობა „სირცხვილია“

“მსუყე მეუბნება, მე რომ მიყურებ, 14 წელია აქ ვმუშაობ, შენნაირებს ყ…ზე ვიხევ, ქურდიც ვარ, ძველი ბიჭიც და პოლიციელიც”: გიორგი მჟავანაძე პოლიციას ძალადობაში ადანაშაულებს – რას ამბობს საგამოძიებო სამსახური

ცნობისათვის,  გუშინ, სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში „ფორტუნას“ განუცხადეს, რომ აღნიშნულ საქმეზე  გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით დაიწყო, რაც ძალადობით სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებას გულისხმობს.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები