“ამისთვის უნდა გაეშვათ ჩხენკელი! ხალხო ნახეთ, ეს დაბომბილი კიევი არ არის“ – ამის შესახებ ანა დოლიძე აცხადებს, რომელიც არბოშიკის (კახეთი, დედოფლისწყაროს რაიონი) საჯარო სკოლიდან ვიდეოს ავრცელებს.
როგორც ანა დოლიძე ამბობს, ამ სკოლაში სწავლის დროს ბავშვები საფრთხეში არიან.
“ეს არ არის დაბომბილი კიევი.. ეს მშვიდი წყნარი, ირაკლი ღარიბაშვილის საყვარელი კუთხის სკოლაა. დააკვირდით ამ ყველაფერს.. რით თბებიან ბავშვები ან ოთახი რას ჰგავს. ამის პარალელურად ევროპაზე უნდა ველაპარაკოთ ხალხს, როდესაც ბავშვები სკოლაში შეშის ფეჩით თბებიან. კედლებზე ბზარებია, მოაჯირი მორყეულია. ახლად დანიშნული მინისტრი აქ უნდა ჩამოვიდეს”, – ამბობს ანა დოლიძე.