LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ეს ამერიკისთვის შესანიშნავი დღეა” – აშშ-ში სრულად ვაქცინირებულებს პირბადის ტარების საჭიროება აღარ აქვთ

60
Untitled design

“ეს ამერიკისთვის შესანიშნავი დღეა” – განაცხადა აშშ-ს პრეზიდენტმა და მოქალაქეებს კიდევ ერთი კოვიდრეგულაციის შემსუბუქება მიულოცა.

ოფიციალური გადაწყვეტილებით, შტატების ის მაცხოვრებლები, რომლებიც სრულად არიან ვაქცინირებულები, როგორც გარე სივრცეში, ასევე დახურული სივრცის ნაწილში, პირბადის ტარების ვალდებულებისგან თავისუფლდებიან.

მას შემდეგ, რაც აშშ-ს დაავადებათა კონტროლის და პრევენციის ცენტრმა ამ შეზღუდვის მოხსნის რეკომენდაცია გასცა, პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა, თეთრი სახლის ოვალურ კაბინეტში ნიღაბი მოიხსნა და რესპუბლიკელ დეპუტატებთან ერთად, მითითებები გამოაცხადა.

“ჩვენ არ ვაპირებთ ნიღბების არქონის გამო ადამიანების დაპატიმრებას, თუმცა მოგიწოდებთ დახურული სივრცის ნაწილში, კვლავ ატაროთ ის” – აღნიშნა პრეზიდენტმა და თეთრი სახლის ვარდების ბაღი, ვიცე-პრეზიდენტ კამალა ჰარისთან ერთად ნიღბის გარეშე დატოვა.

 

 

ბაიდენი მიღებულ გადაწყვეტილებას “ტვიტერის” საკუთარ ანგარიშზე ასე ეხმიანება: “ახლა წესი მარტივია, ან ვაქცინა გაიკეთეთ, ან ნიღაბი ატარეთ, სანამ აიცრებით. არჩევანი თქვენზე”.

 

დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის (CDC) ახალი ინსტრუქციის თანახმად, სრულად ვაქცინირებულებს, შესაძლოა, ასევე მოეხსნათ შეზღუდვა დისტანციის დაცვაზე.

დადგენილება გარკვეულ შეზღუდვებს კვლავ ითვალისწინებს, მაგალითად, ისეთ დახურულ სივრცეებში , როგორიცაა საავადმყოფო, თვითმფრინავი ან ავტობუსი, მოქალაქეეებს ნიღბის ტარება კვლავ მოეთხოვებათ.

მას შემდეგ, რაც გაიზარდა საზოგადოების ზეწოლა ხელისუფლებაზე, შემსუბუქდეს კოვიდრეგულაციები, აშშ-ს მასწავლებელთა გაერთიანების პრეზიდენტმა მოუწოდა მთავრობას, შემოდგომით, სრულად აღდგეს სასწავლო პროცესი სკოლებში.