საქართველოში გიორგი ანწუხელიძის სახელობის ხურვალეთის საკვირაო სკოლის გახსნა იგეგმება.
ამის შესახებ სოციალურ ქსელში მიმართვას პროექტის ორგანიზატორები ავრცელებენ და აღნიშნავენ, რომ სკოლა ჯერ მხოლოდ ოცნებაა და ის რეალობად რომ იქცეს, საზოგადოების ჩართულობაა მნიშვნელოვანი:
„გამარჯობა!
გიორგი ანწუხელიძის სახელობის ხურვალეთის საკვირაო სკოლა ჯერ მხოლოდ ოცნებაა, რომელიც ერთად უნდა ავიხდინოთ ნაბიჯ-ნაბიჯ და ეტაპობრივად, რათა ხელი შევუწყოთ საოკუპაციო ხაზთან მცხოვრებ ბავშვებს საკუთარი უნარებისა და შესაძლებლობების განვითარებაში…
ამ ეტაპზე ყველაზე მეტად რაც გვჭირდება, ეს არის ბევრი, ძალიან ბევრი გამომწერი, რადგანაც მაქსიმალურად შევძლოთ კომუნიკაცია ადამიანებთან…
გთხოვთ, გადააზიარეთ ეს პოსტი და მოუწოდეთ თქვენს მეგობრებს გამოგვიწერონ!“, – წერია გავრცელებულ ინფორმაციაში.
გამარჯობა!
გიორგი ანწუხელიძის სახელობის ხურვალეთის საკვირაო სკოლა ჯერ მხოლოდ ოცნებაა, რომელიც ერთად უნდა ავიხდინოთ…Posted by გიორგი ანწუხელიძის სახელობის ხურვალეთის საკვირაო სკოლა on ორშაბათი, 07 აგვისტო, 2023