LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ეს ადამიანი არის მოკლული – რომან გოცირიძე ირაკლი კვარაცხელიას გარდაცვალების ფაქტს ეხმაურება

141
რომან გოცირიძე

დიდი ალბათობით, ირაკლი კვარაცხელიასთან დაკავშირებით მოხდა იგივე რამ, რაც არჩილ ტატუნაშვილთან – ეს ადამიანი არის მოკლული, – ამის შესახებ ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე რომან გოცირიძემ გალის რაიონში, დე ფაქტო რეჟიმის მიერ დაკავებული ირაკლი კვარაცხელიას გარდაცვალების ფაქტთან დაკავშირებით განაცხადა.

რომან გოცირიძის განცხადებით, მსგავსი შემთხვევები დაუსჯელობის სინდრომს უკავშირდება.

„საქართველოს ხელისუფლებამ არ გამოიყენა მის ხელთ არსებული ბერკეტები, მიუხედავად იმისა, რომ პარლამენტმა მიიღო „ტატუნაშვილი-ოთხოზორიას სია“, რომელსაც ევროპის სახელმწიფოებიც მიესალმნენ. ამის იქით არც ერთი ნაბიჯი არ გადადგმულა და ფაქტობრივად, ამ პასიური მდგომარეობით წაახალისეს ის ვითარება, რაც ხდება. დაუსჯელობის სინდრომი არის ყველაზე მთავარი მიზეზი მომხდარი უბედურებების. საქართველოს ხელისუფლების ლოიალურობა და ასეთი მფრთხალი რეაგირება აძლევს რუსეთს და სეპარატისტებს საშუალებას, მსგავსი დანაშაულები ჩაიდინონ,“ – განაცხადა რომან გოცირიძემ.

ცნობისთვის, გუშინ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ცხელ ხაზზე დაყრდნობით გაავრცელა ინფორმაცია, რომ გალის რაიონში 29 წლის ქართველმა ახალგაზრდამ, რომელიც დე ფაქტო ხელისუფლების მიერ იყო დაკავებული, თავი მოიკლა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები