მიკი რურკი პიტს მორგანის ინტერვიუში ტომ კრუზის კრიტიკით გამოდის. მან კომენტარი გააკეთა ტომ კრუზს ახალი ფილმზე „ტოპ განი: მავერიკი“ და განაცხადა, რომ კრუზმა თავისი თავი კინოში ვერ იპოვა.
„ეს კაცი ერთსა და იმავე როლს თამაშობს 35 წელია, პატივს ვერ ვცემ“ – ამბობს რურკი. წამყვანის კითხვაზე, რას ფიქრობს ის ფილმის შემოსავლებზე, რურკი პასუხობს, რომ ის კინოს ფულით არ აფასებს: „ჩემთვის ეს არაფერს ნიშნავს. როცა მე ვუყურებ ალ პაჩინოს, რობერტ დენიროს, რიჩარდ ჰარისონის ფილმებს, მინდა მივბაძო მათ, ეს არის კინო“ – დასძენს რურკი.