LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ერთობა ვერ გამოდის: ინფინიტი და დაიმლერი ვერ აეწყვნენ

389

Infiniti და Daimler ერთობლივ კომპაქტურ მოდელს აღარ გამოუშვებენ. როგორც იაპონური პრესა იუწყება, საერთო გეგმებზე უარის თქმის მიზეზი ამერიკელი ავტომოყვარულების ცვალებადი გემოვნება და ზოგადად ჩრდილოეთ ამერიკის თავისუფალი ვაჭრობის შესახებ მიღებული კანონი გახდა.

შეგახსენებთ, რომ კომპანია Infiniti-მ მექსიკაში ქარხნის შენება 2015 წელს დაიწყო და მომავლის კომპაქტური ავტომობილები იქ უნდა აეწყო. კომპანიას დიდი გეგმები ქონდა და 2020 წლისთვის 230 ათასამდე მოდელის შექმნას გეგმავდა. რაც შეეხება Renault-Nissan-Mitsubishi-ს ალიანსისა და კონცერნ Daimle-ს თანამშრომლობას – ყველაფერი 2010 წელს დაიწყო.

კომპანიებს ერთობლივად რამდენიმე აგრეგატი, პლატფორმები, ელექტრომობილები და სხვა პროექტები აქვთ შექმნილი. ახალი მოდელი, კი რომელსაც ავტომოყვარულთა დიდი ნაწილი ელოდებოდა, როგორც ჩანს, მზის სინათლეს ვეღარ იხილავს.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები