დასავლური მედია მილიარდერი, ნიკოლა პელტცისა და მისი დედამთილის, ვიკტორია ბექჰემის კონფლიქტზე ალაპარაკდა. ინსაიდერმა გამოცემა Page Six-ს აუწყა, რომ „საუკუნის ქორწილის“ შემდეგ, რძალ-დედამთილს შორის ურთიერთობა დაიძაბა და ახლა ისინი ერთმანეთს ვერ იტანენ და არც კი საუბრობენ. მეტიც ტაბლოიდები აცხადებენ, რომ ბრუკლინი ბოლო თვეების განმავლობაში მშობლებს არ ეკონტაქტება.
ყოველივე ამის ფონზე, ნიკოლამ ახლახან „ინსტაგრამზე“ ემოციური და ცოტა უცნაური პოსტი გაავრცელა. ის საწოლზე მოწყენილი სახით ზის, მეორე ფოტოში კი ცრემლებისგან გაწითლებულ თვალებს უწევს დემონსტრირებას.
„მე იშვიათად ვაჩვენებ სხვებს ემოციებს. ჩემმა მშობლებმა მასწავლეს, რომ არ უნდა მივცე არავის უფლება, გული მატკინოს. თუმცა, დროდადრო ადამიანებისგან წამოსული ნეგატივი ტკივილს გვაყენებს. ეს იმიტომ გადავწყვიტე, რომ აქამდე არასდროს მიჩვენებია ჩემი ალტერნატიული მხარე“, – წერს ნიკოლა.
როგორც ჩანს, მილიარდერ ნიკოლას საზოგადოებისგან წამოსულმა ნეგატიურმა კომენტარებმა და მედიის გადაჭარბებულმა ყურადღებამ ატკინა გული.
ფოტო: „როდესაც მილიარდერი ცოლი გყავს“ – ნიკოლა პელტცი „ვალენტინოს“ფირუზისფერ ულამაზეს კაბაში
„ქორწილი თაფლობის თვეში“ – მილიარდერი ნიკოლა პელტცი და ბრუკლინ ბექჰემი იტალიას იპყრობენ
რძალ-დედამთილის საოცარი სიყვარული – ვიქტორია ბექჰემი ნიკოლა პელტცს დაბადების დღეს ულოცავს