LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ერთმანეთს ვართმევთ პირიდან ლუკმას და მიკვირს, როგორ არ ვხოცავთ – ნინო ჯანგირაშვილი

225

„სამაუწყებლო სფერო საკმაოდ მკაცრად რეგულირებულია, ჩვენ კომერციულ მაუწყებლებს გვაქვს ძალიან ბევრი რეგულაციები და ვალდებულებები, ბევრ საკითხში არა იმაზე ნაკლები, ვიდრე საზმაუს,”- ამის შესახებ ტელეკომპანია კავკასიის ხელმძღვანელმა, ნინო ჯანგირაშვილმა, ირაკლი კობახიძესთან შეხვედრაზე განაცხადა, სადაც “მაუწყებლობის შესახებ” კანონს განიხილავენ. 

“მაგალითად ჩვენ გვაქვს უფასო პოლიტიკური რეკლამის ვალდებულება, მაშინ როდესაც ბიუჯეტიდან არაფერს არ ვიღებთ, ვერ დამისახლეებთ ქვეყანას, სადაც კომერციულ მაუწყებლებს უფასო პოლიტიკური რეკლამის ვალდებულება აქვთ.

ჩვენ გვაქვს სოციალური რეკლამის ვალდებულება, რომელიც ამავე კანონით საზმაუმ შეიმცირა და გაგვითანაბრდა ჩვენ. ჩვენ გვაქვს კიდევ ძალიან ბევრი შინაარსობრივი ვალდებულებები, და საზმაუ მხოლოდ მცირედით განსხვავდება ჩვენგან, უმცირესობებისთვის პროგრამების დამზადების ნაწილში და იმასაც არ ასრულებს. ანუ რა გამოდის, აქეთ კომერციული მაუწყებლები შეზღუდული სარეკლამო ბაზრით და ერთმანეთს ვართმევთ პირიდან ლუკმას და როგორ არ ვხოცავთ ერთმანეთს, არ ვიცი, მიკვირს, უამრავი ვალდებულებები, უფასო სოციალური და პოლიტიკური რეკლამები, აქეთ ჩასუქებული მაუწყებელი, რომელიც ყველას გვინდა, რომ იყოს კარგი, მეც ძალიან ვგულშემატკივრობ, ბიუჯეტიდან იღებს ამხელა ფულს, პარალელურად ჩვენი შემოსავლებიც უნდა წაიღოს და ჩვენ სული ვუბეროთ, ოღონდ შენ იყავი კარგად, და ჩვენ ნურავინ ნუ დავრჩენილვართ, ვფიქრობ, ეს დიდი უსამართლობაა,”- აცხადებს ჯანგირაშვილი.