LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ერთმა დაბადების დღემ ოჯახის 15 წევრი დააინფიცირა: „გთხოვთ, ჩემი ოჯახის შეცდომა არ გაიმეოროთ!”

255
t-52d619ef773648a092edcd47c544ffbe-name-1---1920x1080---30p-00-01-42-06-Still014

ენრიკეტა არაგონესი არლიგტონის საავადმყოფოში წევს, COVid-19–ით დაავადებულ ქალბატონს ორმხრივი პნევმონია და საკმაოდ რთული მდგომარეობა აქვს. 57 წლის პაციენტი მიმართავს ყველას, ვინც პანდემიის გამო დაწესებულ რეგულაციებს არასერიოზულად უყურებს.

„ჩემი ძმისშვილის სახლში წავედი და ძალიან გამიხარდა რომ მთელი ოჯახი ვნახე. თუმცა, ახლა Covid-19–ს ვებრძვი, გთხოვთ დაიცავით თავი. ეს ყველაფერი რეალობაა“

არაგონეზი ერთ–ერთია ოჯახის 15 წევრისგან, ვინც კორონავირუსით დაბადების დღის წვეულების შემდეგ დაავადდა. რამდენიმე კვირიანი მკურნალობის შემდეგ ოჯახმა გაავრცელა ვიდეო, სადაც ყველას რეგულაციების დაცვისკენ მოუწოდებს.

„ერთად შეკრებას ძალიან ვნანობთ, ეს შემთხვევა ყველა ჩვენგანისთვის მწარე გაკვეთილად გადაიქცა, წამიერი უპასუხისმგებლობა ერთთვიან მკურნალობად, უძილობად, უხასიათობად და კიდევ ძალიან ბევრ ფინანსურ ხარჯად დაგვიჯდა“ – განაცხადა ალექსა არაგონესმა, ენრიკეტას ქალიშვილმა.

არაგონესების ოჯახი პანდემიის დაწყებიდან ყველა რეგულაციას იცავდა, ისინი ერიდებოდნენ ხალხმრავლობას, აღარ დადიოდნენ ტაძარში, სახლიდან მუშაობდნენ და ცდილობდნენ გარეთ იშვიათად გასულიყვნენ.

„როდესაც შეკრებაზე დაიწყო საუბარი, ყველა დავთანხმდით რადგან მთელი ეს პერიოდი იზოლაციას ვიცავდით და თითქოს საფრთხეც ნაკლები იყო. თუმცა, სამწუხაროდ, ყველაფერი ძალიან ცუდად დასრულდა…“

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები