LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ერთჯერად ღალატს ეშველება, მთავარია ერთად დგომა“ – დევიდ ბექჰემის ღალატის ფაქტის გასაჯაროების შემდეგ წყვილი ნიუ-იორკში გამოჩნდა – რა კომენტარებს უწერენ დევიდსა და ვიქტორიას

420
page

ბოლო ორი კვირაა, დასავლური მედიის ყურადღება ბექჰემების ოჯახისკენაა მიმართული. „ნეტფლიქსმა“ მათ შესახებ სერიალი გადაიღო. ჩვენ უკვე შევიტყვეთ არაერთი საინტერესო დეტალი წყვილის შესახებ. განსაკუთრებული სიახლე დევიდის 20 წლის წინანდელი ღალატის ფაქტია, რომლის შესახებაც თავად ვიქტორიამ ისაუბრა.

„ეს ყველაზე რთული პერიოდი იყო“ – აცრემლებულმა ვიქტორია ბექჰემმა 20 წლიანი დუმილი დაარღვია და დევიდის ღალატზე ალაპარაკდა

„ჩვენ მუშათა კლასიდან ვართ…“ „რა მუშათა კლასი, როლს-როისით დაჰყავდი მამაშენს?“ – დევიდ ბექჰემმა ვიქტორიას გულწრფელობისკენ მოუწოდა – უახლესი ვიდეო ინტერნეტსივრცეს იპყრობს

წარმატებული პრემიერის შემდეგ, დევიდი და ვიქტორია ნიუ-იორკში, რესტორან Fasano-ში მიმავალნი გადაიღეს. წყვილი ხელიხელჩაკიდებული მიემართებოდა. დევიდს ზოლებიანი კოსტიუმი ეცვა, ვიქტორიას კი ულამაზესი აბრეშუმის წითელი კაბა, რომელსაც ქვედა ნაწილში თეთრი დეტალები ამშვენებდა. წყვილის უახლეს ფოტოებს უამრავი კომენტარი მოჰყვა.

„ერთჯერად ღალატს ეშველება, მთავარია ერთად დგომა და უპირობო სიყვარული“, „რა საჭირო იყო წარსულის ამოქექვა“, „აღარ გაქვთ ყველაზე მაგარი წყვილის სტატუსი“, „ფარსი თუ რეალობა?“, – წერენ კომენტარებში.

ვიქტორიამ დევიდ ბექჰემთან 24 წლიანი ქორწინების განმავლობაში 15 ნიშნობის ბეჭედი მოაგროვა – ნახეთ კოლექცია

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები