LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

”ერთიანი აგროპროექტის” ფარგლებში შიდა ქართლში ახალი ხეხილის ბაღი გაშენდა

131

შიდა ქართლის მაცხოვრებელმა კონსტანტინე დავითაშვილმა აგოპროექტ „დანერგე მომავალის“ ფარგლებში ახალი ხეხილის ბაღი გააშენა.

როგორც ”ფორტუნას” სოფლის მეურნეობის სამინისტროდან აცნობეს, კონსტანტინე დავითაშვილი პროგრამაში 2016 წელს ჩაერთო და 15.1 ჰექტარზე ბლის ბაღის გაშენებისათვის და სარწყავი სისტემის მოწყობისთვის 100 000 ლარის სახელმწიფო დაფინანსება მიიღო. მიღებული დაფინანსებიდან 68 040 ლარი ნერგებზე ხოლო 31 960 ლარი წვეთოვანი სისტემებისთვის იყო განკუთვნილი.

შიდა ქართლში: გორის, ქარელის, კასპის და ხაშურის რაიონებში 603 ჰა მიწის ფართობზე წლის ბოლომდე ვაშლი, ქლიავი, ატამი, ბალი და ნუში გაშენდება. ხოლო უშუალოდ საოკუპაციო ხაზის მიმდებარე სოფლებში აგროპროექტ ”დანერგე მომავლის” ფარგლებში 17-მა ბენეფიციარმა უკვე 91 ჰა. ახალი ხეხილის ბაღების გაშენებისა და სარწყავი სისტემის მოწყობისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით გაშენებული ფართობი 1470 ჰა-ს ხოლო დაფინანსების მოცულობა 7.7 მილიონ ლარს აღემატება.

სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტომ პროგრამის „დანერგე მომავალი“ განხორციელება 2015 წლიდან დაიწყო. მისი მიზანია საქართველოს ყველა მუნიციპალიტეტში (თბილისის, რუსთავის, ბათუმის, ქუთაისის და ფოთის გარდა) სასოფლო-სამეურნეო მიწების მიზნობრივი გამოყენების ზრდის ხელშეწყობა, მრავალწლოვანი ბაღების გაშენება და სანერგემე ურნეობების მოწყობა.

აგროპროექტ „დანერგე მომავალის“ ფარგლებში სახელმწიფო თანადაფინანსების მოცულობა შეადგენს: ბაღის გაშენების შემთხვევაში – ნერგების ღირებულების 70%-ს და წვეთოვანი სარწყავი სისტემის ღირებულების50%-ს; სანერგე მეურნეობის შემთხვევაში – მეურნეობის შექმნის ღირებულების 50%-ს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები