ზუსტად ერთი წლის წინ მაია ასათიანის თოქ შოუ „პროფილი“ დაიხურა, ეთერში მისი ბოლო გადაცემა გავიდა და ამ გადაწყვეტილების შემდეგ მაია ასათიანი ეკრანს არ დაბრუნებია
„დღეს მე 20 წლიან ისტორიას ვასრულებ“ – თქვა მაია ასათიანმა ბოლო ეთერში და ატირდა.
ბოლო გადაცემის ეთერში გასვლიდან ერთი წლის მერე მაია ასათიანი სოციალურ ქსელში სტუდიაში გადაღებულ ფოტოს აქვეყნებს და წერს:
„ერთი წელი გასულა“….
სოციალურ ქსელშივე მაია ასათიანს მოუწოდებენ, კვლავ დაუბრუნდეს ეთერს.
„ნუ გაგიტკბა დასვენება, დაიწყე რა გადაცემა“. – წერენ ტელეწამყვანის ფოლოვერები.