5 ,,გრემის” მფლობელმა კანადელმა მომღერალმა სელინ დიონმა სულ ცოტა ხნის წინ ახალ კომპოზიციაზე Courage კლიპი გადაიღო და ახალი ალბომიც გამოუშვა.
სელინ დიონმა კომპოზიციაზე Courage შავ-თეთრი, დრამატული ვიდეოკლიპი გადაიღო (ვიდეო)
ვიდეო, რომელიც რეჟისორ Se Oh-ს შექმნილია, საკმაოდ დრამატული გამოვიდა. "არტ"კლიპში გარკვეული ქორეოგრაფიული ილეთებია გამოყენებული, რომლესაც ვარსკლავი შესანიშნავად ასრულებს
ამ ყველაფერის შემდეგ მომღერალი ხშირად ექცევა პაპარაცების ობიექტივის ქვეშ, სულ ცოტა ხნის წინ მომღერალი მის გარდერობში ქურქების სიმრავლის გამო გააკრიტიკეს და კრუელა დე ვილიც უწოდეს.
„კრუელა დე ვილ" - სელინ დიონი „ივ სენ ლორანის “ ქურქით და საზოგადოების აღშფოთება (ფოტო)
დიონის ქურქებმა საზოგადოების მხრიდან არაეთგვაროვანი გამოხმაურება გამოიწვია, საუბარია Saint Laurent-ის შავ-თეთრ ქურქზე. ზოგი მომღერლის საოცარ ფორმაში ყოფნას აღნიშნავდა, ზოგი კი „კროელა დე ვილს" ადარებდა.
გასულმა უქმეებმა დიონისთვის საკმაოდ აქტიურად ჩაიარა, მომღერალი ერთ საღამოს 4 ღონისძიეას ესტუმრა და თანაც თითოეულ მათგანზე სხვადასხვა ლუქით გამოცხადდა.
პაპარაცებმა ვარსკვლავი ჯერ სასტუმროსთან დააფიქსირეს, დიონი ათობით თაყვანისმცემელს ავტოგრაფებს ურიგებდა, მას ტომ ფორდის წითელი, ატლასისა და ბარხატის შარვალ-კოსტუმი ეცვა.
შემდეგი ლუქი იყო Ronald van der Kemp-ის ჯინსის შარვალი და ქურთუკი იყო, რითაც ის Watch What Happens Live-ის შოუზე წარდგა
Rodarte-ის არამიწიერი კომბინიზონი მომღერალმა კლუბში გამოსვლის დროს მოირგო
სელენ დიონის საღამო Schiaparelli-ის ღია კრემისფერი პლისეს კაბით დაგვირგვინდა.
უნდა აღინიშნოს, რომ მომღერალს თან პეპე მუნიოსი ახლდა, როიმელიც მისი სტილისტია და ვარსკვლავის მრავალფეროვან ლუქებს სწორედ მას უნდა ვუმადლოდეთ