გია ცერცვაძე მადლობას უხდის ყველას, ვინც მას გვერდში ედგა, ამის შესახებ ვიცე-პოლკოვნიკმა წინასწარი დაკავების იზოლატირის დატოვების შემდეგ განაცხადა.
”დიდი მადლობა ყველა იმ ადამიანს, ვინც მხარში მედგა. ერთი საათის წინ გავიგე, რომ მათავისუფლებდნენ. არ ვიცი რაზე მედავება რუსული მხარე. მეტ კომენტარს ვერ გავაკეთებ”,- აღნიშნა ცერცვაძემ.
ვიცე-პოლკოვნიკს იზოლატორთან “ნაციონალური მოძრაობის“ წევრებიც ელოდებოდნენ. გია ცერცვაძე მეუღლეს და საკუთარ ადვოკატს უკვე შეხვდა.