“ერთი პიროვნება თავზე დამადგა და “მონას” მეძახდა, მეც თავი ვერ შევიკავე – ამ სიტყვებით საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა და პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განმარტა თუ რატომ მიმართა “ქართული ოცნების” ცენტრალურ ოფისთან შეკრებილ აქციის მონაწილეებს შეურაცხმყოფელი ჟესტით.
“უხამსი სიტყვები, გინება, არ ვიცი, გადმოვედი რაღაცის თქმა მინდოდა, სპეციალურად გავაჩერე, რომ რაღაცის თქმა მინდოდა ახალგაზრდებისთვის და კონკრეტულად ერთი პიროვნება თავზე დამადგა და “მონა” მეძახის. ხოდა, მეც თავი ვერ შევიკავე, შეიძლება, უნდა შემეკავებინა, მაგრამ, ყოველ შემთხვევაში, ძალიან მძიმე შეურაცხყოფა მომაყენეს”, — განუცხადა ვოლსკიმ On.ge-ს.
შეგახსენებთ, რომ “ქართული ოცნების” ცენტრალურ ოფისთან, სადაც სამოქალაქო აქტივისტები რუსული ოკუპაციის გასაპროტესტებლად შეიკრიბნენ, დეპუტატის მისამართით სკანდირებდნენ: “მონა, მონა”