LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ერთი-ორი პოლიტიკოსი ჩამომიხვედით, ლამის ტუალეტშიც რომ იღებთ სელფებს.. ბარივით რომ გიჭირავთ ეგ ავტომატი.. წადით რა საქართველოში და იქ გააკეთეთ რამე” – უკრაინაში მებრძოლი ქართველი

300

უკრაინაში მებრძოლი ქართველი ვანო ნადირაძე სოციალურ ქსელში აქვეყნებს პოსტს, სადაც უკრაინაში საბრძოლველად საქართველოდან ჩასულ მოხალისეებზე წერს.

“კიდევ ერთ სიმართლეს ვიტყვი. ამ ჩემ ფეხებს, თუ ეწყინებათ…

ერთი-ორი პოლიტიკოსი აქ რომ ჩამომიხვედით, თოხი და ბარივით რომ გიჭირავთ ეგ ავტომატი, ჯინსებზე რომ გიკეთიათ სამუხლეები მხედრიონელებივით, არც ომობთ, არც არაფერს აკეთებთ, დაწანწალებთ უკომპასო გემივით, ლამის ტუალეტშიც რომ იღებთ სელფებს. წადით რა საქართველოში და იქ გააკეთეთ რამე.

სულ გაითახსირეთ სული, ელემენტარულად, ბიჭების პანაშვიდზე მაინც მოსულიყავით, 500 მეტრში იყო თქვენგან ეკლესია.

გამოვა მიშა გარეთ და მე ვიცი, რომ ბევრს დაგტ…თ, თანაც ძალიან მალე… მიმხვედრი მიხვდება.“ – წერს უკრაინაში მებრძოლი ქართველი ჯარისკაცი ვანო ნადირაძე.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები