LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ერთი ნახვით შეყვარება იყო – მოვტრიალდი, შევხედე და თვალებში სრული სიბნელე დავინახე“ – როგორია შეყვარებული რატი დურგლიშვილი

7868
rati-durglishvili-main

მომღერალმა რატო დურგლიშვილმა გადაცემაში „მხოლოდ ლელასთან“, იმ პერიოდზე  ისაუბრა, როცა შეყვარებული იყო.

რატი იხსენებს დაახლოებით 20 წლის წინანდელ ამბავს, როცა ერთი ნახვით შეუყვარდა და ერთდროულად ბედნიერიც იყო და უბედურიც.

უბედური იყო, რადგან ვერაფრით გაბედა გადაედგა გოგოსკენ ნაბიჯი და გაემხილა გრძნობები.

რატი ამბობს, რომ ასეთ ემოციებში ორი წელი დაკარგა, რადგან ყველაფერს ჩამოშორდა, ვერაფერს აკეთებდა და საკუთარი თავი ძალიან დააზიანა.

„ერთი ნახვით შეყვარება იყო – მოვტრიალდი, შევხედე და თვალებში სრული სიბნელე დავინახე“. – იხსენებს რატი დურგლიშვილი.

მომღერლის თქმით, მას მერე არ ჰყვარებია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები